ხშირი გულისცემა და შეშუპება
მოამზადეთ ლობიოს პარკების ნახარში: 30 გ ხმელ, დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 300 მლ ცხელი წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთით, გადაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა, დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ბუნება გვეხმარება
- ოხრახუში: გარეცხეთ და დაჭერით 800 გ ოხრახუში, ჩაყარეთ ემალის ქვაბში. დაასხით ახალი, ნატურალური რძე (1.5ლ). ადუღეთ ნელ ცეცხლზე იქამდე, სანამ რძე საწყისი მოცულობის ნახევრამდე არ დაიკლებს. მიიღეთ 2 ს.კ. ყოველ საათში, სანამ ნაყენი არ გათავდება. ეს ხალხური საშუალება მოგიხსნით შეშუპებებს მაშინაც კი, როცა ოფიციალური მედიცინა უკვე ვეღარ გეხმარებათ;
- გოგრა და მისი წვენი შეშუპების მოხსნაში დაგეხმარებათ;
- ალუბლის ყუნწების ნახარში: 1 ს.კ. ნედლეულს დაასხით 0.5 მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 საათით და გადაწურეთ. მიიღეთ 150 მლ დღეში 3-4-ჯერ. დაგეხმარებათ ნებისმიერი წარმოშობის შეშუპების დროს;
- ყვითელგულა: 2 ჩ.კ. დაქუცმაცებულ ყვავილებს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი. დააყენეთ 1 საათით. დალიეთ 1/2 ჭიქა დღეში 2-3-ჯერ. ყვითელგულა ანელებს გულის კუმშვების რიტმს და აძლიერებს გულის კუნთის მუშაობას;
- თირკმლის ჩაი (ორთოსიფონი): 2 ს.კ. ბალახს დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, ადუღეთ ორთქლის აბაზანაზე 15 წუთით, გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთით და გადაწურეთ. დალიეთ თბილი, 1/2 ჭიქა დღეში სამჯერ, ხანგრძლივი დროის (6 თვის) განმავლობაში, ყოველთვიური ერთკვირიანი შესვნებებით. თირკმლის ჩაის ეფექტი გაიზრდება, თუ მას შვიტას ბალახთან, არყისა და წითელი მოცვის ფოთლებთან ერთად მოამზადებთ.
ქოშინი
ისუნთქეთ თავისუფლად
ქოშინი – ესაა სუნთქვის სიხშირის, რიტმისა და სიღრმის დარღვევა. მსგავსი მდგომარეობის მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს, მათ შორის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის დარღვევაც. ამიტომ, აუცილებელია იმ პირველწყაროს პოვნა, რომელიც ამ მდგომარეობას იწვევს, და მისი აღმოფხვრა.
ხალხური მედიცინის არსენალში უამრავი საშუალებაა, რომლებსაც ქოშინის მკურნალობა შეგვიძლია მივანდოთ. მკითხველებს მათგან ყველაზე ხელმისაწვდომ ვარიანტებს ვთავაზობთ.
- თუ ადამიანს გულის ქრონიკული უკმარისობა აქვს, რომელსაც თან ახლავს ქოშინი და შეშუპება, რეკომენდებულია ასტრაგალის ბალახის ნაყენის მიღება: 1 ს.კ. ბალახს უნდა დაასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენოთ 1-2 საათით. მიიღეთ 2-3 ს.კ. ნაყენი დღეში 3-5-ჯერ, გემოვნებით თაფლის დამატებით.
- ასევე, გულის უკმარისობისა და ქოშინის დროს, შეგიძლიათ კუნელის ყვავილების ან ნაყოფის ნაყენიც მიიღოთ.
- გულისა და ფილტვების დაავადებების თანმხლები ქოშინის დროს, შინაგანად იღებენ ცხენისწაბლას ყვავილების 10%-იან ნაყენს, დამზადებულს 40-70-გრადუსიან სპირტზე. დოზა – 30-40 წვეთი ნაყენი 1/3 ჭიქა თბილ წყალზე, დღეში 3-5-ჯერ, ჭამამდე.
- ნებისმიერი წარმოშობის ქოშინის დროს, სასარგებლოა ძახველის ფოთლების ჩაი. მას შეუზღუდავად მიირთმევენ და გემოვნებით თაფლს უმატებენ.
- გულის პრობლემების თანმხლები ქოშინის დროს, დაგეხმარებათ სამკურნალო მელისას ნაყენიც. 1 ს.კ. ბალახს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 1-2 საათით და მიიღეთ 2-3 ს.კ. (შეგიძლიათ, თაფლი დაუმატოთ) დღეში 3-5-ჯერ, ჭამის წინ.
- გულის პრობლემების თანმხლებ ქოშინს აღმოფხვრის შავი თუთის ნაყოფიც (კენკრა). ინიშნება 200-350 გ უმი კენკრა დღეში 3-5-ჯერ. შეგიძლიათ, მიიღოთ კენკრის წვენი ან ნაყენი.
- შეგიძლიათ, მოამზადოთ 24 ლიმონის წვენისა და 400 გ დაკეპილი ნივრის ნარევი, დააყენოთ ქილაში 25 დღით, თავზე კი სუფთა ქსოვილი შემოახვიოთ. დაყენების შემდეგ, გაფილტრეთ მასა და მიიღეთ 0.5 ჭიქა თბილ რძეში ან მდუღარე წყალში გახსნილი 1 ჩ.კ. ნარევი, დღეში ერთხელ, ძილის წინ.
რეგულარული მიღებიდან 10-14 დღის შემდეგ, ადამიანი გრძნობს, რომ არამხოლოდ ქოშინი, არამედ დაღლილობის შეგრძნებაც გაუქრა, ხოლო ძილი ღრმა და მშვიდი გაუხდა. თუმცა, უნდა იცოდეთ, რომ ქოშინის მკურნალობის ეს მეთოდი მიუღებელია მათთვის, ვისაც მომატებული მჟავიანობის გასტრიტი აქვთ.
- ორგანიზმის გამომფიტავი დაავადებების, გულიდან წამოსული ქოშინის დროს, დაგეხმარებათ ასეთი სამკურნალო მასა: 1 ლ ნატურალურ თაფლს შეურიეთ 10 ლიმონის ახლადდაწურული წვენი და 10 თავი ხორცსაკეპში გატარებული ნიორი (თუ წვენს დაწურავთ, უკეთესი იქნება).
კომპონენტები კარგად შეურიეთ და დააყენეთ 7-10 დღით, შუშის ქილაში, ზემოდან შემოახვიეთ მარლა. მიიღეთ მასა დღეში ერთხელ, 4 ჩ.კ. ძალიან ნელა.
უკუჩვენება: ჰიპერაციდული გასტრიტი.
მიიღეთ ყოველდღე, შეუსვენებლად. ეს კარგი საშუალებაა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. ნარევი 2 თვეს გეყოფათ.
- საშუალო ზომის ნივრის თავი გაწმინდეთ და დაჭყლიტეთ, შუშიქ ქილაში დაასხით 1 ჭიქა არარაფინირებული მზესუმზირის ზეთი. დადგით 2 კვირით ბნელ ადგილას, შემდეგ შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ 1 ჩ.კ. მასა, 1 ჩ.კ. ლიმონის წვენთან ერთად.
ეს შესანიშნავი საშუალებაა სისხლძარღვების გაფართოებისთვის, რომელიც კარგად უმკლავდება თავის ტვინის სისხლძარღვებისა და გულის სპაზმებს, სკლეროზსა და ქოშინს.
მიიღეთ მასა ჭამამდე 30 წუთით ადრე, დღეში სამჯერ. მკურნალობის კურსი – 1-3 თვე. შემდეგ, შეისვენეთ 1 თვით და გაიმეორეთ კურსი.
- აიღეთ მწარე აბზინდის თესლი და შეურიეთ ზეითუნის ზეთს, 1:4 პროპორციით. დააყენეთ 8 საათით და მიიღეთ 1-2 წვეთი, მოსხმული შაქარზე. ეს არამხოლოდ ქოშინის, არამედ უძილობისა და გონების ხშირი კარგვის საწინააღმდეგო საშუალებაცაა.