მცენარეები, რომლებიც იმუნიტეტის ზრდას ხელს უწყობენ

308
photo by Eveline de Bruin on Pixabay

მცენარეულ პროდუქტებს შორის, რომლებიც იმუნიტეტის ზრდას ხელს უწყობენ, ნიორი უდაოდ პირველ ადგილს იკავებს. ყოველდღე 2-3 კბილი ნიორი უნდა შეჭამოთ.

იმუნიტეტს შესანიშნავად ზრდის მარმუჭი. მისი გამოყენება სალათებსა და მწნილებში შეგიძლიათ. დღიური ნორმა – 6-8 ფოთოლია. მკურნალობის კურსი – 2-3 კვირა, წელიწადში რამდენჯერმე განმეორებით.

იმუნიტეტს კარგად სტიმულირებს გულყვითელას ყვავილები, მრავალძარღვას ფოთლები, ასკილის ნაყოფი და ქრისტესისხლას ბალახი: 1 ჩ/კ ნედლ მასალას (არჩევით) 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 1 საათით დააყენეთ. 1/3 ჭიქა ნაყენი დღეში 3-ჯერ დალიეთ.

გამაჯანსაღებელი საშუალების სახით შავბალახას ყვავილების ან ბალახის წვენის დალევა სასარგებლოა. 1 ს/კ წვენი დღეში 4-ჯერ საკმარისი იქნება.

15 გრ ჩინური ლიმონის კენკრას 30 მლ მდუღარე წყალი დაასხით, სუსტ ცეცხლზე 15 წუთით გააჩერეთ. 1-2 საათით დააყენეთ, გადაწურეთ და თაფლი გემოვნებით დაამატეთ. 1 ს/კ დღეში 2-3-ჯერ საღამოს 18 საათამდე დალიეთ (წინააღმდეგ შემთხვევაში ძილი შეიძლება დაგერღვათ).

იმუნიტეტის ასამაღლებლად და გაციების დაავადებების მიმართ ორგანიზმის გასაძლიერებლად 1 ჭიქა მდუღარე წყალს 1-2 ჩ/კ ვაშლის ძმარი, 1-2 ჩ/კ თაფლი, 20-30 წვეთი ნაყენი (ჯენშენი, ელეუტეროკოკი, ოპლოპანაქსი (Oplopanax) და არალია და ა.შ.) დაუმატეთ. 2 თვის განმავლობაში ყოველდღე, უზმოზე დალიეთ. გარდა ამისა, კვირაში 2-ჯერ (მაგალითად, ოთხშაბათს და პარასკევს) 1 ჭიქა ნაყენს 1 წვეთი იოდი დაუმატეთ. კურსის დასრულების შემდეგ 1 თვე შესვენება გააკეთეთ, შემდეგ შეგიძლიათ კურსი გაიმეოროთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს