უხსოვარი დროიდან მცენარეები ხალხს სხვადასხვა დაავადებასთან გამკლავებაში, სხეულის და სულის გამხნევებაში ეხმარებოდათ. ზოგიერთი ბალახი კი ახალგაზრდობის და სიცოცხლის გახანგრძლივებას ხელს უწყობდა. მაგალითად, ახლახანს გამოიკვლიეს, რომ რიგი მცენარეები ადამიანის ჰორმონების (ქალის ესტროგენის და კაცის ადროგენის) მსგავს ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავენ და მათ ფიტოჰორმონები (მცენარეული ჰორმონები) დაარქვეს. მათ ორგანიზმის ჰორმონალური სისტემის აღდგენა შეუძლიათ (წლებთან ერთად ორგანიზმის აქტივობა მცირდება, რაც ჰორმონების წარმოებასაც ამცირებს). ფიტოჰორმონები ძვლოვან ქსოვილებზე, მენსტრუაციის პერიოდსა და კაცების სასქესო ფუნქციებზე დადებით გავლენას ახდენენ.
სამყურა – სამკურნალო საშუალება
ესტროგენული აქტივობის მქონე მცენარეებს შეიძლება მივაკუთვნოთ სვიის გირჩები, გაღვივებული შვრია და იონჯა. სამყურას უამრავი სამკურნალო თვისება გააჩნია. ის ქალებში შარდ-სასქესო სისტემის მუშაობას არეგულირებს (შარდვის დროს სიმშრალეს, წვას, უსიამოვნო შეგრძნებას აქრობს. შარდის შეუკავებლობის დროს სასარგებლოა), კლიმაქსის პერიოდის ადვილად გადატანას ხელს უწყობს, ათეროსკლეროზის. ოსტეოპოროზის განვითარებას აფერხებს და ორგანიზმის ზოგად ტონუსს ზრდის.
სამკურნალო სასმელი ასე უნდა მოამზადოთ. 1 ჩ/კ წითელი სამყურას ხმელ თავს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 30 წუთით დააყენეთ და 100 მლ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. შეგიძლიათ 2 ჩ/კ ბალახს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხათ და დღეში 3-ჯერ, ნახევარი ჭიქა დალიოთ. მკურნალობის კურსი – 40 დღე. ამის შემდეგ 30 დღე შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ.
სამყურა გვერდით ეფექტებს არ იწვევს, ამიტომ დიდხანს შეგიძლიათ მიიღოთ. აი, სვიის გირჩების მიღებას ფრთხილად უნდა იყოთ. სვიის გირჩებზე დაფუძნებული სამკურნალო საშუალებების გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს სისხლდენა, რადგან სვია ძალიან აქტიურია. სწორედ ამიტომ, ექიმის კონტროლის გარეშე მისი მიღება არ ღირს.
წითელი ცირცელის შესახებ
ახლა გამაჯანსაღებელი და გამაახალგაზრდავებელი მიზნით ჩაის შაქარში ამოვლებულ წითელ ცირცელს უმატებენ. ექსპერიმენტებმა დაადასტურა, რომ მის მტევნებში დიდი რაოდენობით ესტროგენული ნივთიერებაა. ცირცელის ხმელი ნაყოფით კომპოტებს ამზადებენ, რომელიც გემრიელი და სასარგებლოა. ასევე ასეთ სასმელს ამზადებენ: ნახევარ ჭიქა ცირცელს 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით, 6 საათით ან მთელი ღამით გააჩერეთ და 100-150 მლ ნაყენი დღეში 3-ჯერ, საკვების მიღების მიუხედავად დალიეთ.
ცირცელი საკმაოდ ფართოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც თერაპიისთვის, ასევე საკვები დანამატის სახით. მორიგეობით სამყურასთან ერთად გამოყენება კარგი იქნება.
ესტროგენული აქტივობა სელის, სოიოს და მზესუმზირას ზეთსაც აქვთ. მათგან გამწმენდი და გამამხნევებელი პროდუქტი მოამზადეთ (თანაბარი პროპორციით სამივე სახეობის ზეთი ცალკე ჭურჭელში ჩაასხით). შემდეგ 1 ჩ/კ ზეთი ფაფებს, გარნირებს და სალათებს ყოველდღე დაუმატეთ. ზეთი ბევრი პროდუქტის ათვისებას ხელს უწყობს და ორგანოებს გადატვირთვას აფერხებს.
თხილი და ჭინჭარი წინამდებარე ჯირკვლისთვის
ფიტოესტროგენებს თხილის (ტყის კაკალი) ფოთლები და ტოტები შეიცავენ. მათ უნიკალური გზით წინამდებარე ჯირკვლების გაჯანსაღება შეუძლიათ. ადენომას დროს პირველი საიმედო საშუალებაა. 1 ჩ/კ ფოთლებს ან ტოტებს 500 მლ მდუღარე წყალი დაასხით, 30 წუთით დააყენეთ და 150 მლ ნაყენი დღეში 3-ჯერ ჭამამდე დალიეთ.
წინამდებარე ჯირკვლების მუშაობას ჭინჭრის ფესვების ნაყენიც არეგულირებს. ჭინჭრის ფესვები შეაგროვეთ, გარეცხეთ, მზეზე გააშრეთ და დააქუცმაცეთ. 1 ჩ/კ ფესვებს 500 მლ მდუღარე წყალი დაასხით, 30 წუთით დააყენეთ და 150 მლ ნაყენი დღეში 3-ჯერ ჭამამდე დალიეთ.
თხილის ფოთლების და ჭინჭრის ფესვების ნარევი სასარგებლოა (თხილი უფრო მეტი უნდა იყოს, 3:1). სასმელი ისე მზადდება, როგორც წინა რეცეპტებში.
მამაკაცის სასქესო ორგანიზმის გასაახალგაზრდავებლად ესპარცეტის (მრავალწლიანი მცენარე პარკოსანთა ოჯახიდან) სასმელი მოამზადეთ. 1 ჩ/კ ესპარცეტს 500 მლ მდუღარე წყალი დაასხით, 30 წუთით დააყენეთ და 150 მლ დღეში 3-ჯერ, 7-10 დღის განმავლობაში დალიეთ. ერთკვირიანი შესვენების შემდეგ კურსი გაიმეორეთ. უძველესი დროიდან, ესპარცეტი სასქესო ფუნქციების აღმგზნებ საშუალებად გამოიყენება.