უამრავი სამკურნალო სასმელი არსებობს. ერთ-ერთი მათგანია ბურახი – ჩვენი წინაპრების სამკურნალო სასმელი. იგი ზრდის ამტანობას, გვაფხიზლებს, აუმჯობესებს მხედველობას, წმენდს სისხლძარღვებს, გამოდევნის თავისუფალ რადიკალებს, კარგად ანაყრებს წყურვილის შეგრძნებას და გახდომასაც კი უწყობს ხელს. ფერმენტირების წყალობით, ბურახი არეგულირებს ნაწლავების ფუნქციას და ანადგურებს პათოგენურ მიკროფლორას. ჯარისკაცებს იგი შორეულ ლაშქრობებზე ტყუილად კი არ მიჰქონდათ. გზაში პროდუქტების სისუფთავესა და ვარგისიანობას ვერ შეამოწმებდნენ, მთავარი გადარჩენა იყო. სხვადასხვა ნაწლავური ინფექციის დროს ეხმარებოდათ ბურახი (მას ანტიმიკრობული თვისებები აქვს და ორგანიზმიდან ტოქსინებს დევნის).
გთავაზობთ სამკურნალო ბურახის მომზადების რეცეპტს საშინაო პირობებისთვის.
ინგრედიენტები:
- 0.5 ჭვავის პური
- 3 ლ მდუღარე წყალი
- 30 გ მშრალი საფუარი
- 125 გ შაქარი
- ქიშმიში
მომზადება
- პური დაჭერით პატარა ნაჭრებად და გამოაცხვეთ ღუმელში ოქროსფერი ქერქის მიღებამდე.
- გახუხული პური მოათავსეთ ჩვეულებრივ სამლიტრიან ქილაში და დაასხით მდუღარე წყალი “მხრებამდე”.
- დაუმატეთ 3 ს.კ. შაქარი და აცადეთ გაგრილება.
- თბილი წყლით სავსე ჭიქაში ჩაყარეთ მშრალი საფუარი და მოურიეთ გახსნამდე.
- როცა წყალი ქილაში გაგრილდება, დაუმატეთ გახსნილი საფუარი და კარგად მოურიეთ.
- დაახურეთ ქილას თავსახური ან ლამბაქი და დადგით თბილ ადგილას 2 დღით.
- ორ დღეში გადაწურეთ.
- გაწურულ ნაყენს დაუმატეთ დარჩენილი შაქარი, კარგად მოურიეთ, რომ გაიხსნას.
- შემდეგ დაუმატეთ კარგად გარეცხილი მუჭა ქიშმიში.
- დადგით სამკურნალო სასმელი ოთახის ტემპერატურამდე კიდევ ნახევარი დღით.
- ჩაასხით ბურახი პლასტმასის ბოთლებში და მჭიდროდ დაახურეთ.
- ბოთლები შეინახეთ მაცივარში და 1 დღის შემდეგ მიირთვით გემრიელი და სასარგებლო სასმელი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს