კალისიას ზეთოვანი ბალზამი: სამკურნალო საშუალება თქვენი ფანჯრის რაფაზე

0
237
photo by Yercaud-elango on wikipedia

ამ მცენარის გავლენას ორგანიზმზე თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ სასწაულმოქმედი. უნდა აღინიშნოს, რომ იგი დადებითად მოქმედებს მთელ ორგანიზმზე.

კალისიას ბალზამი შედგება ორი კომპონენტისგან: ზეითუნის ზეთი და მცენარის სპირტიანი ნახადი.

სპირტიან ნახადს შემდეგნაირად ამზადებენ: კალისიას 15-20 “სახსარს” აქუცმაცებენ და ასხამენ 0.5 ლ 70%-იან სამედიცინო სპირტს. ბნელ ადგილას აყენებენ 1.5-2 კვირით, მასას ყოველდღე ანჯღრევენ. როცა ტინქტურას მუქი-იასამნისფერი გახდება, იგი უნდა გადაწუროთ და ჰერმეტულ ჭურჭელში გადაღვაროთ. შეინახეთ ნახადი ბნელ, გრილ ადგილას.

ბალზამი უშუალოდ მოხმარებამდე, ერთჯერად დოზებად მზადდება. ქილაში ასხამენ 40 მლ არარაფინირებულ ზეითუნის ზეთსა და 30 მლ სპირტიან ნახადს. შემდეგ ძლიერად ანჯღრევენ 7 წუთის განმავლობაში და მაშინვე, დაყოვნების გარეშე, ერთ ყლუპად სვამენ, მასა ერთმანეთისგან რომ არ გამოიყოს. ბალზამს დღეში სამჯერ იღებენ (სასურველია, დროის თანაბარი ინტერვალებით), ჭამამდე 20 წუთით ადრე, უზმოზე. წამლის მიღებიდან არაუგვიანეს 30 წუთში რამე უნდა შეჭამოთ. მკურნალობის კურსი ათდღიანია და იგი სამჯერ უნდა გაიმეოროთ, ხუთდღიანი ინტერვალებით. შემდეგ შეისვენეთ 10 წუთით და გაიმეორეთ სამი კურსისგან შემდგარი მკურნალობა. ასე გააგრძელეთ სრულ განკურნებამდე. გახსოვდეთ, რომ ზუსტი დოზირება აუცილებელია და ამისთვის გამოიყენეთ საზომი ჭურჭელი.

რომელ დაავადებებს კურნავს ბალზამი

კალისიას ზეთოვანი ბალზამი ეფექტურად გვეხმარება გულის იშემიური დაავადების, შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერტონიისა და ათეროსკლეროზის მკურნალობაში. წამალი არეგულირებს გულის ფუნქციონირებას, წყალ-მარილის ცვლას, აუმჯობესებს სისხლძარღვების მდგომარეობას. ცნობილია პროსტატის ადენომების გაწოვის შემთხვევებიც. ბალზამი, აგრეთვე, კურნავს კუჭის წყლულს, პოლიართრიტს (ქრება სახსრებზე “კოპები”), ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას. ბალზამი გვეხმარება ფისტულებისა და წყლულების მკურნალობაშიც. რაც შეეხება ფისტულებს, შეგიძლიათ ბალზამი პირდაპირ ჭრილობაზე დაიდოთ, მარლის ხელსახოცის გამოყენებით. ბალზამიანი ტამპონები შეგიძლიათ საშვილოსნოს ყელში მოითავსოთ, მისი დაავადების დროს (ეროზიის, ფიბრომიომის) და ცვალოთ ყოველდღე.

კალისიას ზეთოვანი ბალზამის მიღება რეკომენდებულია მათთვის, ვინც სიმსივნითაა დაავადებული. ნატუროპათების მტკიცებით, ზოგიერთ შემთხვევაში, მცირე ზომის სიმსივნეები ქრება 1.5-2 თვეში, უფრო სერიოზულები კი უფრო ხანგრძლივ, 6-7-თვიან მკურნალობას მოითხოვს. პირველი შედეგები 1-1.5 თვის შემდეგაა თვალსაჩინო: მცირდება ტკივილები, იზრდება მადა და ა.შ.

სწორი ნაწლავის კიბოს დროს, შეგიძლიათ ამ ბალზამით მიკროოყნა გაიკეთოთ ღამით, 15-20 მლ ოდენობით, ქალური ორგანოების სიმსივნის დროს – ტამპონები, ხოლო კანის სიმსივნის დროს – აბაზანები. ბალზამის პირდაპირი კონტაქტი სიმსივნესთან აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ზეთოვანმა ბალზამმა მაღალი ეფექტურობა გამოავლინა კუჭის, სარძევე ჯირკვლისა და ფილტვების კიბოს დროს. არასასურველია მისი მიღება ღვიძლის კიბოს დროს, რადგან, როგორც ღვიძლის სხვა ნებისმიერი დაავადების დროს, სპირტიანი ნახადები არაა რეკომენდებული.

მკურნალობამდელი გაწმენდა

სანამ მკურნალობას დაიწყებდეთ, საჭიროა მტკიცედ დადგომა. მკურნალობის კურსის გაწყვეტა არაა სასურველი. სისუსტე, თხევადი განავალი და სხვა უსიამოვნო სიმპტომები მკურნალობის დაწყებისას უნდა მოითმინოთ – ორგანიზმი ასე იწმინდება ტოქსინებისგან. თუ თქვენ ცოტა ხნის წინ ჩაიტარეთ მკურნალობის კურსი ძლიერი ქიმიური პრეპარატებით ან შხამიანი მცენარეებით, ზეთოვანი ბალზამის მიღებამდე საჭიროა ორგანიზმის გაწმენდა. ამის გაკეთება შეგიძლიათ ხალხური საშუალებების, მაგალითად, სელის თესლის ნახარშის გამოყენებით. 1 ჭიქა თესლს დაასხით 3 ლ მდუღარე წყალი და ხარშეთ ორთქლის აბაზანაზე 2 საათით. გააგრილეთ 40 გრადუსამდე და მიიღეთ თბილი სითხე შეუზღუდავად, 2-3 კვირის განმავლობაში (დღეში 1.5-3 ლ), დღის 12 საათიდან თამის 12 საათამდე. ორგანიზმის გაწმენდაში ცხენისწაბლაც გვეხმარება. 6-7 ს.კ. ხმელ ყვავილებს ლიტრიან ქილაში პირთამდე დაასხით წყალი. აადუღეთ, შეახვიეთ, დააყენეთ 1 ღამით, გადაწურეთ და მიიღეთ თითო ყლუპი ერთ ჯერზე. მთელი ნახარში დღის განმავლობაში უნდა დალიოთ.

ბალზამი და დიეტა

ბალზამით მკურნალობის პერიოდში მოერიდეთ შემწვარ, ცხარე, მარილიან საკვებს, ცხოველურ ცხიმებს, შაქრისშემცველ პროდუქტებს – კანფერებს, ორცხობილებს, ჰალვას. მკურნალობის მთელი დროის მანძილზე და მას შემდეგ კიდევ 1 თვის განმავლობაში, მკაცრადაა აკრძალული მოწევა და ალკოჰოლი, მკურნალობის სხვა მეთოდების გამოყენება, ასევე, დაინფიცირებული წყლის მიღება, ურინოთერაპია. არ შეიძლება დიდი რაოდენობით ხილისა და ბოსტნეულის წვენის მიღებაც. საშუალების მიღების დღეებში გამორიცხეთ რაციონიდან ხორცისა და რძის პროდუქტები, შაქარი და მარილი, კარტოფილი და საფუვრიანი პური. უპირატესობა მიანიჭეთ თევზეულს, ყველს, თხილს (მიწისთხილის გარდა), უმ ბოსტნეულს, წვენებს, აფებს, ამონაცენ მარცვლეულსა და მხოლოდ მცენარეულ ზეთს.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი