რა არის ოქროს ულვაშის “მუხლები” და რა სასარგებლო თვისებები აქვს ამ მცენარის ფოთლებს?
კითხვას პასუხობს ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი:
სახსრებს(მუხლებს) უწოდებენ კვანძებს, რომლებიც უკვე დამწიფდა, რაზეც მათი მუქი იისფერი შეფერილობა მეტყველებს. თუ სახსრები დიდხანს რჩება მწვანე და არ იცვლის ფერს, ესე იგი, მცენარეს არ ჰყოფნის სინათლე, შესაბამისად, მისი სამკურნალო თვისებები უფრო სუსტი იქნებოდა.
ოქროს ულვაშის (კალისიას) ყველა ნაწილის სამკურნალო თვისებები ერთმანეთს ჰგავს, და სამკურნალო მიზნებით მთელ მცენარეს იყენებენ დაქუცმაცებული სახით.
მაგალითად, საჭმლის მომნელებელი ტრაქტისა და საშარდე სისტემის სამკურნალოდ იყენებენ ასეთ ნაყენს:
3 ს.კ. დაქუცმაცებულ ფოთლებს, სახსრებსა და ღეროებს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი. დააყენეთ 12 საათით თერმოსში ან კარგად შეხვეული. დალიდეთ მესამედი ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ამ ნაყენისგან ამზადებენ ბუასილის საწინააღმდეგო სანთლებსაც – მას ყინავენ ყინულის ფორმებში. სანთლებს დღეში ერთხელ, ძილის წინ იკეთებენ.
სახსრების ნაყენი: 12 სახსარზე აიღეთ 0.5 ლ არაყი და დააყენეთ 2 კვირით. უმჯობესია, შეინახოთ მუქი შუშის ბოთლში. დალიეთ 1 დ.კ. ჭამამდე 30-40 წუთით ადრე, 10 დღის განმავლობაში. შემდეგ შეისვენეთ 1 კვირით.
ქოლესტერინის გამოსადევნად იყენებენ ოქროს ულვაშისა და მზესუმზირის ზეთის სპირტიან ნაყენს: იღებენ 35 სახსარს, ალაგებენ მუქი შუშის ქილაში, ასხამენ 1.5 ლ 70%-იან სპირტს. აყენებენ 2 კვირით ბნელ, გრილ ადგილას. მოხმარებამდე, 1 დ.კ. ნაყენი შეურიეთ 1 ს.კ. არარაფინირებულ მზესუმზირის ზეთს. კარგად შეანჯღრიეთ და მაშინვე დალიეთ. მიიღეთ დღეში სამჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე. წამლის მიღებამდე 2 საათით ადრე არაფერი ჭამოთ. მკურნალობის კურსი 20 დღე გაგრძელდება, შემდეგ კი უნდა შეისვენოთ. პრეპარატის დოზის გადაჭარბება შეიძლება გვერდითი მოვლენების, მაგალითად, ხმის სამუდამო დადაბლების მიზეზი გახდეს.
ფოთლების ნაყენი: 1 დიდ (20 სმ) ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 5 წუთით და დალიეთ დღის განმავლობაში რამდენიმე ულუფად. ფოთლების წყლიანი ნაყენი გამოიყენება თვალების გამოსავლებად კონიუქტივიტის, თვალის ანთების, ქუთუთოების დაჩირქების დროს.
იღებენ 1 ფოთოლს 0.5 ლ მდუღარე წყალზე, ადუღებენ 5 წუთით და აგრილებენ ოთახის ტემპერატურამდე. ბამბის დისკით ირეცხავენ თვალებს. გამწვავებული კონიუქტივიტის დროს, პროცედურა საათში ერთხელ უნდა ჩაიტაროთ. თვალების სამკურნალოდ მხოლოდ ახალმომზადებულ ნაყენს იყენებენ.
სწორი ნაწლავის სიმსივნის დროს იკეთებენ მიკროოყნებს. 2 დიდ ფოთოლს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნელ ცეცხლზე 5-10 წუთით, გადაწურეთ და გადაღვარეთ მუქი შუშის ბოთლში, შეინახეთ მაცივარში არაუმეტეს 1 კვირით. გამოყენებამდე გაათბეთ ორთქლის აბაზანაზე 30 გრადუსამდე.