გაზაფხულის კვირტების სამკურნალო ძალა, ანუ ჯანმრთელობის ელექსირების რეცეპტები

0
489
photo by Charles Rondeau on publicdomainpictures

გაზაფხული კეთილშობილი დროა, როცა იღვიძებს ბუნება, იწყება ახალი ცხოვრებისეული ციკლი, წვენის მოძრაობა და ხეებზე, ბუჩქებზე გასაოცარი ძალებით ივსება თითოეული ტოტი, კვირტი… სწორედ კვირტებზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენს სტატიაში.

წამლის მოსამზადებლად აგროვებენ კვირტებს, რომლებიც სადაცაა, გაიშლება. ფრთხილად შეაგროვეთ, ოღონდ ყველა არა. მოჭრილი ტოტებისგან კვირტების აღება შეგიძლიათ გვირგვინის ფორმირების შემდეგ. ასევე, კარგი სამკურნალო თვისებები აქვს ახალგაზრდა ფოთლებსაც. დაიმახსოვრეთ ამ გაზაფხულის ნედლეულისგან წამლების მომზადების რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი:

მოხმარებამდე კვირტები უნდა დააქუცმაცოთ. 1 გ დაქუცმაცებულ ნედლეულზე იღებენ 20 მლ სპირტს, არაყს, ღვინოს… ჰომეოპათური წამლის მისაღებად, კვირტების ნაყენი სხვა ნივთიერებასთან უნდა გააზავოთ. მაგალითად, 100 მლ ნაყენს დაუმატოთ 900 მლ ალკოჰოლეგლიცერინს ან ეთანოლს და 23-ჯერ სწრაფად შეანჯღრიეთ ზემოთ-ქვემოთ. ასე მზადდება ჰომეოპათური პოტენცია D1 და მსგავსნი. ჰომეოპათური პრეპარატები, რომლებიც ასე მზადდება, მიიღება რამდენიმე წვეთით ენის ქვეშ, დღეში 3-5-ჯერ. შეგიძლიათ დააყოლოთ წყალი. ახლა კი გავეცნოთ ზოგიერთი ხისა და კვირტის სამკურნალო თვისებებს.

მსხალი

მსხლის კვირტები მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, ბიოფლავონოიდებით, ვიტამინებით. ხალხურ მედიცინაში ძველი დროიდან იყენებენ მსხალს ორგანიზმის მარილებისა და ლორწოსგან გასაწმენდად. კარგ ეფექტს იძლევა კვირტების ნაყენი მამაკაცური დაავადებების, კერძოდ, პროსტატიტის, მკურნალობისას. ნაყენის მოხმარება ხელს უწყობს პოტენციის მომატებასა და საშარდე გზების მარილებისგან გაწმენდას. 100 გ კვირტებს დაასხით 1 ლ არაყი. დააყენეთ 14 დღით და გადაწურეთ. მიიღეთ 3-3 წვეთი ენის ქვეშ, დღეში ორჯერ, საკვების მიღებებს შორის.

ცხენისწაბლა

წაბლის სამკურნალო თვისებების შესახებ, ძველ დროში ლეგენდები დადიოდა. ითვლებოდა: ვინც გაზაფხულზე წაბლის კვირტების ღვინოს დალევს, სამუდამოდ ახალგაზრდა იქნება. ესეც ამ ახალგაზრდობის ელექსირის რეცეპტი, რომელიც შესანიშნავად წმენდს სისხლძარღვებს: 200 გ წაბლის კვირტები ჩაყარეთ გაცხელებული წითელი ღვინით (2.5 ლ) სავსე ქვაბში და ხარშეთ 30 წუთით. დაუმატეთ თაფლი და ვანილი გემოვნებით. გაგრილების შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ 50 მლ დღეში სამჯერ, ჭამამდე.

წაბლის კვირტების წამალი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, წმენდს ლიმფურ სისტემას როგორც მოხუცებში, ისე ახალგაზრდებშიც. თუ დილით ამოხველებას ვერ ახერხებთ, ხშირი სურდო გაქვთ ან ფეხები გიშუპდებათ და ლიმფური კვანძები გეზრდებათ, მოამზადეთ ასეთი სასმელი. შუშის დიდ ქილაში ჩაყარეთ 200 გ კვირტები, დაუმატეთ 2 ჭიქა არაჟანი, 3 ლ გაცხელებული რძის შრატი, 1 ს.კ. დაქუცმაცებული ქრისტესისხლა და 100 გ თაფლი. კარგად მოურიეთ, დაახურეთ მარლა და დადგით ფანჯრის რაფაზე, მზეზე ან თბილ ადგილას 3 დღით, დადუღებისთვის. შემდეგ გადაწურეთ, ჩაასხით ქილებში და შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ ასეთი ბურახი 100 მლ დღეში 2-3-ჯერ, 2 თვის განმავლობაში.

ბერძნული კაკალი

კაკლის კვირტების წამალი დაგეხმარებათ ქრონიკული ანთების, სისტემური დაავადებების, კერძოდ, კანის დაავადებების (სკლეროდერმია, კოლაგენოზი და ა.შ.) სამკურნალოდ. ამ შემთხვევაში, კვირტები შეურიეთ მწვანე ჩაის, ვარდკაჭკაჭას ფესვს, ჭინჭარს.

სამკურნალო მასის რეცეპტი

90 გრადუსამდე გაათბეთ ზეითუნის ზეთი (1 ლ), დაუმატეთ ბერზნული კაკლის დაქუცმაცებული რტოები და კვირტები (200 გ), ჭინჭარი (100 გ), ვარდკაჭკაჭას ფესვი (100 გ), მწვანე ჩაი (50 გ). კარგად მოურიეთ, დაუმატეთ არაყი ან სპირტი (2 ლ). დადგით ცეცხლზე და აადუღეთ. სამი დღე დააყენეთ, გადაწურეთ, წაისვით მტკივან ადგილებზე და მიიღეთ 1 ჩ.კ. ჭამიდან 1 საათში, დღეში სამჯერ.

ვაშლი

ვაშლის კვირტებით დამზადებული მალამოთი შაკიკს მკურნალობენ. ემალის ქვაბში დაადნეთ 500 გ კარაქი, დაუმატეთ 300 გ ვაშლის კვირტები და დადგით ნელ ცეცხლზე 40 წუთით. შემდეგ დადეთ 3 საათით, ისევ გაათბეთ, დაუმატეთ დარიჩინი (2 გ), კარგად მოურიეთ და გადაწურეთ. შეიძინეთ საფეთქლებში შაკიკის პირველივე ნიშნების დროს. შეინახეთ მაცივარში.

მოცხარი

მოცხრის კვირტებისა და ფოთლების პრეპარატი ძლიერი წამალია, რომელსაც ალერგიული რინიტის, ეკზემისა და რევმატიზმის დროს იყენებენ. ხანდახან, ერთმანეთს ურევენ ასკილსა და ძახველს. კვირტებიანი რტოებით ამზადებენ ჩაის, რომელიც სასარგებლოა ქრონიკული დაღლილობის დროს, მძიმე დაავადებების შემდეგ, მხედველობის გაუმჯობესებისთვის: 2 ს.კ. დაქუცმაცებულ ნედლეულს ასხამენ 0.5 ლ წყალს, აყენებენ 30 წუთით, სვამენ ერთხელ დღეში, 0.5-1 ჭიქას.

წითელი ჟოლო

ჟოლოს კვირტებიანი ტოტები დადებითად მოქმედებს ქალებში მენსტრუალურ ციკლზე, კურნავს საკვერცხეების კისტებს. სასარგებლოა გრიპის, გაციების, ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების დროს. დაქუცმაცებული ახალგაზრდა რტოები (50 გ), მაყვლის რტოები (30 გ), გულყვითელას ხმელი ფოთლები (10 გ), იაპონური სოფორა (5 გ), ქრისტესისხლას ბალახი (5 გ) და სამყურა (5 გ) შეურიეთ, დაასხით 2 ლ თეთრი ღვინო და დააყენეთ 10 საათით. მკურნალობის კურსი 2 თვე გაგრძელდება.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი