როგორ მოვამზადოთ და მივიღოთ „სიცოცხლის ელექსირი“

0
369
photo by pxhere

2011 წლის გაზეთში № 44 წავიკითხე ინფორმაცია “სიცოცხლის ელექსირი”-ს შესახებ. მოვამზადე ის, მაგრამ არ ივიც რა დროით, რა ინტერვალით უნდა მივიღო ეს სასმელი?

წერილს პასუხობს ნატუროპატი, სახალხო მკურნალი ელენა სვიტკო:

ე.წ. სიცოცხლის ელექსირი, რომლის შემადგენლობაში შედის აბზინდა(ავშანი,ლათ. Artemísia), ფარსმანდუკი(ლათ. Achilléa millefólium), მრავალძარღვა (ლათ. Plantágo), ალოეს წვენი, ფიჭვის კვირტები და თაფლი, ადამიანის ორგანიზმისთვის ნამდვილად სასარგებლოა.

ეს შესანიშნავი, სისხლძარღვების გამწმენდი საშუალება კარგია ათეროსკლეროზის და გაფანტული სკლეროზის დროს. ელექსირი სასარგებლოა თვალის, ღვიძლის, თირკმლის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ორგანოებისა და ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანებისთვის. მის მიღებას ურჩევენ კანის დაავადებების დროს, როგორიცაა ფსორიაზი, ეგზემა და ა.შ. „სიცოცხლის ელექსირს“ ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკის მიზნითაც იყენებენ.

ელექსირს რამდენიმე ეტაპად ამზადებენ:

პირველ რიგში, 100-100 გრამი თითოეული ინგრედიენტი აიღეთ და დააქუცმაცეთ. ემალის ქვაბში ჩაყარეთ და 3 ლ წყაროს ან ჭის წყალი დაასხით. თავსახური დაახურეთ და სუსტ ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ.

ამის შემდეგ მთელი ღამე დააყენეთ. დილით ბალახები ხელით, ხოლო ნაყენი მარლაში გაწურეთ. შემდეგ ნაყენს 100 მლ 3 წლიანი ალოეს წვენი დაუმატეთ. შემდეგ 1 კგ შაქარი დაუმატეთ და აურიეთ, ადუღებამდე მიიყვანეთ და 5-6 საათი დააყენეთ.

ამის შემდეგ 100 გრ ბეფუნგინი (სოკო ჩაგას ექსტრაქტი, აფთიაქში იყიდება), 0,5 ლ კონიაკი, 1 კგ თაფლი დაუმატეთ. მიღებული სასმელი კარგად აურიეთ და მინის ქილებში გადაანაწილეთ, თავსახური კარგად დაახურეთ. ქილებს სინათლის გაუმტარი ქსოვილი შემოახვიდეთ და თბილ ადგილას 5 დღე გააჩერეთ. მიღებული სასმელი ბოთლებში გადაანაწილეთ და მაცივარში შეინახეთ.

რამდენიმე წლის განმავლობაში სასმელი თავის სამკურნალო თვისებებს არ კარგავს.

სასმელს მზარდი მთვარის დროს სვამენ: 1 ს/კ ელექსირი დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე. მკურნალობის კურსი 14 დღე, შემდეგ 1 კვირა შეისვენეთ. კურსი 2-3-ჯერ გაიმეორეთ, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით შეგიძლიათ უფრო დიდხანს გამოიყენოთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი