ჭაობის ბერულა – ეფექტური საშუალება წყლულების და ჰიპერტონიის დროს

1363
photo by Rasbak on wikipedia

ჭაობის ბერულა(ლათ. Gnaphálium uliginósum) პატარა მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. მისი სიმაღლე 10-25 სმ, პატარა ყვავილები აქვს, რომლებიც თავში, ყვითელ კალათაშია მოგროვებული. როგორც სარეველა ისე იზრდება, ხშირად ნოტიო ადგილებში. ივნისი-აგვისტოს პერიოდში ყვავილობს და მცენარის მიწისზედა ნაწილს სწორედ ამ დროს კრეფენ.

ჭაობის ბერულა შეიცავს ფლავონოიდებს, რომლებიც მცენარის თერაპიულ მოქმედებას განაპირობებენ. მცენარე მცირე რაოდენობით შეიცავს ეთერზეთებს, ფისებს, ტანინებს, ალკალოიდებს, კაროტინებს და ვიტამინებს: თიამინს და ასკორბინის მჟავას.

ბერულასგან დამზადებული სამკურნალო საშუალებები სისხლძარღვებს აფართოებენ, არტერიულ წნევას ამცირებენ და ტაქიკარდიის დროს გულისცემას ამცირებენ. სწორედ ამიტომ, მას ჰიპერტონული დაავადებების, უძილობის დროს, სტენოკარდიის დროს გულის საშუალებად და განწყობის გასაუმჯობესებლად იყენებენ. ჰიპერტონული დაავადების დროს ჭაობის ბერულას შიგნით მიღება და მცენარის ნახარშის აბაზანის კომბინაცია სასარგებლოა. ბერულას სამკურნალო საშუალებები ნაწლავების მოძრაობას აძლიერებენ, საჭმლის მონელებას აუმჯობესებენ. ის კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს სასარგებლოა.

ჭაობის ბერულას ნაყენი: 2 ს/კ ნედლ მასალას 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 2-3 საათით დააყენეთ. 1/3 ან 1/2  ჭიქა ნაყენი დღეში 2-3-ჯერ დალიეთ.

აბაზანისთვის: 50 გრ ნედლ მასალას 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით და გაგრილებამდე დააყენეთ. 10 ლ თბილ (37 გრადუსი) წყალში გააზავეთ და აბაზანა 30 წუთით მიიღეთ.

ზეთოვანი ექსტრაქტი კანის დაზიანებულ ადგილას შესაზელად: 50 გრ ხმელ ბერულას 1 ლ სელის ზეთი დაასხით და 2 კვირა დააყენეთ.

უძველესი დროიდან ბერულას სპირტოვან-ზეთოვანი ექსტრაქტი ტროპიკული წყლულების, ნაწოლების, ჭრილობების და ა.შ. პრობლემების დროს ეფექტურ საშუალებად ითვლება. პირველ რიგში, 50-60 გრ დაჭრილ ბალახს 300 მლ არაყი დაასხით და 12 საათი დააყენეთ, რომ ალკალოიდი მოაშოროთ. ამის შემდეგ ამავე მოცულობის ზეთი დაუმატეთ და მცენარიდან კაროტინოიდები მიიღეთ. 10-15 წუთით სუსტ ცეცხლზე დადგით და ყურადღება მიაქციეთ, რომ სითხე ქვაბიდან არ გადმოგესხათ. სამკურნალო საშუალება მაცივარში შეინახეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს