ველური სტაფილოს თესლი ეფექტურია მარილიანი დიათეზის დროს

0
782
ველური სტაფილო
ფოტო: Medved' on wikipedia

აქვს თუ არა სამკურნალო თვისებები ველური სტაფილოს თესლს?

კითხვას პასუხობს ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ლობოვ დუდჩენკო:

ველური სტაფილო – ესაა ორწლიანი ბალახისებრი მცენარე, ნიახურისებრთა ოჯახიდან.

ველური სტაფილო
photo:Линдман, Карл Аксель Магнус (1856–1928) from «Bilder ur Nordens Flora» Stockholm

სამკურნალო მიზნებით იყენებენ ნაყოფს. ველური სტაფილოს თესლი შეიცავს ფენოლებს, ალკალოიფებს, კუმარინებს, ტანინებს, ორგანულ მჟავებს, შაქარს, 20 მაკრო და მიკროელემენტს. მისგან მზადდება ეთერზეთები.

ველური სტაფილოს ნაყოფს აქვს შარდმდენი, ქოლესრეტიკული, მარილმხსნელი, გაზგამომყოფი, ნაღველმდენი, სპაზმოლიტური, ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული თვისებები.

ღვიძლის, ნაღველკენჭოვანი დაავადებების, მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტისა და პიელონეფრიტის დროს, იღებენ 15-20 წვეთს ერთჯერადად. ხალხურ მედიცინაში ველური სტაფილოს ნაყოფისგან დამზადებულ ფხვნილს იყენებენ, როგორც გაზგამომყოფ, ანტიპარაზიტულ და საფაღარათე საშუალებას.

იგი, აგრეთვე, სასარგებლოა კუჭის პრობლემების დროს. ველური სტაფილოს თესლის ფხვნილს იღებენ დღეში სამჯერ, თითო გრამს.

ველური სტაფილოს ნაყოფი
photo by Rasbak on wikipedia

მეტეორიზმის, შარდკენჭოვანი დაავადების, მარილიანი დიათეზის(მარილიანი დიათეზი თირკმელების პათოლოგიასთან დაკავშირებული დაავადება) დროს, იყენებენ ნაყოფის ნაყენს და იცავენ დიეტას ისევე, როგორც ნეფრიტის დროს. 1 ს.კ. თესლს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ თერმოსში მთელი ღამით. მიიღეთ 1 ჭიქა დღეში სამჯერ, ცხელი.

ნაღველმდენი საშუალების სახით იყენებენ ველური სტაფილოს სპირტიან ნაყენს, 1:20 პროპორციით. იღებენ 20-25 წვეთს დღეში 2-3-ჯერ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი