კატის კლანჭი: სამკურნალო თვისებები და გამოყენება

485
კატის კლანჭი - Uncaria tomentosa
photo by Vangeliq.petrova and Guido4 on wikipedia edited by paparazzi.ge

რას კურნავს კატის კლანჭი? როგორ გამოვიყენოთ ის?

კითხვას პასუხობს ბიოლოგიის მეცნირებათა კანდიდატი ლუბოვ დუდჩენკო:

კატის კლანჭი (Uncaria tomentosa) სამხრეთი და ცენტრალური ამერიკის ტროპიკულ ტყეებში, პერუს ამაზონის სანაპიროებზე იზრდება. ესაა მრავალწლოვანი ბალახოვანი, ლიანისებრთა ოჯახიდან, 30-50 მ სიგრძისა და 20 სმ დიამეტრის მქონე მცენარე მუქი წითელი ქერქით.

დასახელება მცენარემ მიიღო ეკლების გამო, რომლებიც კატის კლანჭს მოგვაგონებს.

მცენარის ყვავილები მოყვითალო ან თეთრი ფერისაა. მოკლე, ხვიარა ყლორტები თანდათან მყარდება და კაუჭებად იქცევა. ადგილობრივი მაცხოვრებლები კატის კლანჭს წმინდა მცენარედ მიიჩნევენ და მრავალი ასწლეულის მანძილზე იყენებენ მას სამკურნალო მიზნებით: საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის დარეგულირებისთვის, იმუნომოდულატორის სახით, ართროზის, იმპოტენციის, გაციებისა და ონკოლოგიური დაავადებების დროს.

როგორც სამკურნალო ნედლეულს, ძირითადად, იყენებენ ლიანის შიდა ქერქს, რომელიც შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, კერძოდ, ალკალოიდებს, გლიკოზიდებს, მცენარეულ სტეროიდებს, ბიოფლავონოიდებს, ტანინებს, ორგანულ მჟავებს და სხვ.

XX საუკუნის 70-იან წლებში, ექსპერიმენტულმა კვლევებმა დაამტკიცა კატის კლანჭის სამკურნალო მოქმედება, მათ შორის, სიმსივნის საწინააღმდეგო, იმუნომოდულატორული, ასევე, კარგი საშუალებაა გასტრიტისა და კოლიტის დროს. დამტკიცებულია ანტისკლეროტული და კრუნჩხვების საწინააღმდეგო მოქმედებაც, კერძოდ, ეპილეფსიის დროს.

კატის კლანჭის პრეპარატები რეკომენდებულია მათთვის, ვინც ქიმიოთერაპია ან დასხივება გადაიტანა. მათ იღებენ ბურსიტისა და ჰერპესის წინააღმდეგ. სამკურნალოდ იყენებენ ბრაზილიური ლიანის ფოთლებს, ამზადებენ მალარიის, ანთებისა და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედების მქონე პრეპარატებს.

კატის კლანჭის ერთ-ერთი სახეობის, დოქსანტუსგან იღებენ ცხიმიან ზეთს, რომელიც ანტისკლეროტული მოქმედების პრეპარატების დასამზადებლად გამოიყენება.

კატის კლანჭის ქერქის ნახარში:

1 ჩ.კ. ნედლეულს დაასხით 1 ჭიქა წყალი და ხარშეთ 5-7 წუთით. მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, 3-4 კვირის განმავლობაში, შემდეგ კი შეისვენეთ 10 დღით.

გახსოვდეთ, რომ კატის კლანჭს კონტრაცეპტული თვისებებიც აქვს, ამიტომ ფეხმძიმეებისა და მეძუძური დედებისთვის, დონორული ორგანოების მიმღებთათვის, ეს საშუალება არაა რეკომენდებული, რადგან მძლავრი იმუნური რეაქცია უცხო ორგანოების მოშორებას ცდილობს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს