ყვითელი შროშნის ნაყენი თქვენი გულის ჯანმრთელობას უზრუნველყოფს

591
photo by Алексей Чижов on Pixabay

თუ შეიძლება მოგვიყევით ისეთი მცენარის სასარგებლო თვისებების შესახებ, როგორიაა შროშანი..

წერილს პასუხობს ბიოლოგიის მეცნიერების კანდიდატი ლუბოვ დუდჩენკო:

შროშანი რამდენიმე სახეობის არსებობს: ყვითელი, ჟღალი და პატარა. შროშნის ბალახი შეიცავს ალკალოიდებს, ფლავონოიდებს, კვერცეტინს, რუთინს, კუმარინს, გლიკოზიდებს, კაროტინს, ტანინებს, C ვიტამინსა და სხვ.

ხალხური მედიცინა, სამკურნალო მიზნებით, ამ მცენარის ყველა სახეობას იყენებს. გაშლილი ყვავილებისგან ამზადებენ ნაყენს, რომელიც ეფექტურია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს.

photo by Otto Wilhelm Thomé on wikipedia

10-20 გ დაქუცმაცებულ ყვავილებს დაასხით 1 ჭიქა გაგრილებული, გადადუღებული წყალი, მოურიეთ და დააყენეთ 30 წუთით. მიიღეთ 1 ს.კ. დღეში სამჯერ.

მცენარის ღეროებსა და ფოთლებს სვამენ, როგორც ნაღველმდენ საშუალებას საყვითლოს დროს, მიწის ზედა ნაწილს კი, ყვავილებთან ერთად, ამზადებენ რევმატიზმის დროს.

ფესვი და ფესურა გამოიყენება ქალური დაავადებების სამკურნალოდ.

სპირტ-წყლიანი ექსტრაქტები რეკომენდებულია ჰიპერტონიკებისთვის, მომატებული არტერიული წნევის დასარეგულირებლად. გარდა ამისა, შროშნის ნაყენი გამოიყენება, როგორც სიცხის დამწევი, სისხლის შემაჩერებელი საშუალება ცხვირიდან და წყლულებიდან სისხლდენის დროს, ასევე, ღვიძლის და პარაზიტარული დაავადებების დროს, მდგომარეობის შესამსუბუქებლად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს