პირშუშხას ფოთლები ვიტამინების საბადოა, ის არგეგულირებს ნივთიერებათა ცვლას.

505
photo by annca on Pixabay

სასარგებლოა თუ არა პირშუშხას ფოთლები და როგორ გამოვიყენოთ ის?

კიევში თავისი წიგნის, “ორგანიზმის სათადარიგო შესაძლებლობები. სუნთქვა. გონება. მითები და რეალობა” პრეზენტაციის დროს, სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ივან ნეუმივაკინმა ხაზი გაუსვა პირშუშხას თვისებებს, როგორც მიკრო და მაკროელემენტების, ვიტამინების კომპლექსების წყაროს.

პირშუშხას ფოთლები შეიცავს C და B ვიტამინებს, კაროტინს, ფლავონოიდებს, კალციუმს, კალიუმს, რკინას, სპილენძს, ფოსფორს, გოგირდს, ნახშირწყლებს, სახამებელსა და სხვ.

პირშუშხას ფოთლებით შეიძლება ნაყენის მომზადება, რომელიც ეფექტურია ღვიძლის დაავადებების, მათ შორის, ვირუსული ჰეპატიტისა და ციროზის, მამაკაცისა და ქალის დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, ოსტეოქონდროზისა და ოსტეოპოროზის, ათეროსკლეროზის დროს.

პირშუშხას ფოთლების ნაყენი

ფოთლები დააქუცმაცეთ და გაავსეთ მასით ქილა, დაასხით არაყი და გააჩერეთ მაცივრის ქვედა თაროზე 7 დღით. შემდეგ გადაწურეთ და შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბნელ ადგილას. მიიღეთ 1 ს.კ. დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

შეგიძლიათ, ნაყენს (0.5 ლ) 2-3 ს.კ. თაფლი და 2-3 ლიმონის წვენი დაუმატოთ.

პირშუშხას ნაყენის უკუჩვენებაა მომატებული მჟავიანობის გასტრიტი, საჭმლის მომნელებელ სისტემაში არსებული წყლული, პიელონეფრიტი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს