ჭიების მოსაშორებლად ხოროსანის მაგივრად მრავალძარღვას ფოთლები გამოიყენეთ.

0
4300
photo by Jacob Sturm on wikipedia

როგორ გამოვიყენოთ ხოროსანის (ლათ. Artemisia cina) თესლი მუცლის ჭიების მოსაშორებლად?

კითხვას პასუხობს კლუბის “ჯანმრთელობა”-ს დირექტორი, ექიმი, ფიტოთერაპევტი ბორის სკაჩკო:

photo by Walther Otto Müller on wikipedia- edited by paparazzi.ge

ხოროსანის თესლს ჩვენი წინაპრები ძველი დროიდან იყენებდნენ პარაზიტების, კერძოდ, რგლოვანი ჭიების – ასკარიდების წინააღმდეგ.

ხოროსანი ფრთხილად უნდა მოიხმარონ, მცირე დოზებად, განსაკუთრებით, ბავშვებმა. უმჯობესია, ეს შემდეგნაირად გააკეთოთ: აიღეთ დანის წვერით დაქუცმაცებული ხოროსანის ფხვნილი და შეფუთეთ პურის რბილობის ბურთულაში, რომელიც უზმოზე უნდა შეჭამოთ.

10 წლამდე ბავშვებისთვის, ეს დღიური დოზა იქნება, 10 წლის შემდეგ კი კიდევ ერთი ასეთი ბურთულა უნდა მიიღონ სადილამდე, ზრდასრულებმა დღეში სამი ბურთულა უნდა შეჭამონ. ასე გრძელდება 1 კვირის განმავლობაში.

თუმცა, გირჩევთ, ეს ანტიჰელმინტური საშუალება შემოდგომის ან ზამთრისთვის შემოინახოთ, რადგან ზაფხულში უფრო ეფექტური და ორგანიზმისთვის რბილი ანტიჰელმინტური საშუალებაა მრავალძარღვას ფოთლებია.

დააქუცმაცეთ ნედლი ფოთლები, თანაბარი რაოდენობით შეურიეთ თაფლს და მიიღეთ 1 ჩ.კ. ჭამამდე, დღეში სამჯერ.

კიდევ ერთი ეფექტური ჭიამდენი და ამავდროულად, საჭმლის მონელებისთვის სასარგებლო საშუალებაა გოგრის თესლის ზეთი.

100 მლ ზეთს დაუმატეთ 2 ს.კ. ასკილის ან ქაცვის ზეთი, ეს ნარევი მიიღეთ დღეში სამჯერ, 1 ჩ.კ. ჭამამდე ან ჭამის დროს.

გარდა ამისა, შეგიძლიათ, ბავშვებს დღეში 1 ს.კ. გაწმენდილი და დანაყული გოგრის ნედლი მარცვლები მისცეთ. მიიღეთ ჭამის დროს ან შემდეგ, დააყოლეთ წყალი.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი