ამდენი ხნის განმავლობაში „დიეტოლოგების“ მიერ დევნილმა კარაქმა თავისი კანონიერი პოზიცია დაიბრუნა და ახლა ჯანსაღი კვების მხარდამჭერთა რაციონში შედის. ნატურალური კარაქი კანის, თმის, მხედველობის, ძვლებისა და კუნთოვანი ქსოვილისთვის ძალიან სასარგებლოა.
სიცხეში მისი გამოყენება რეკომენდებული მაინც არაა. ეს იმიტომ, რომ გაცხელების დროს სწრაფად ქაფდება, იშხეფება და შავდება.
ეს უსიამოვნებები მდნარ კარაქს (ერბო) არ აქვს, რომელიც ოთახის ტემპერატურაზე 6 თვემდე შეგიძლიათ შეინახოთ და ნებისმიერისთვის ხელმისაწვდომია. შეგიძლიათ შეიძინოთ ან თავად მოამზადოთ.
ერბო კარაქი
ჩვეულებრივი კარაქისგან განსხვავებით ერბოს გაცხელება უფრო მაღალ ტემპერატურაზე (200-250 გრადუსი) უსაფრთხოდ შეგიძლიათ. ასეთ კარაქზე მომზადებულ საკვებს სასიამოვნო კარამელის გემო და ქარვის ფერი აქვს. თავად კარაქი A და E ვიტამინებს დიდი რაოდენობით შეიცავს.
აიურვერდის თანახმად, ერბო ერთ-ერთი ყველაზე დალოცვილი კვების პროდუქტია. ის ყველა სახის ცეცხლს (ბიოლოგიური ცეცხლი, რომელიც ნივთიერებათა ცვლას მართავს) აძლიერებს, საჭმლის მომნელებელი სისტემის ენერგიას და ორგანიზმში ფერმენტების მოქმედებას ზრდის. ღვიძლს არ აბინძურებს, როგორც სხვა კარაქი და ცხიმი, არამედ მას ენერგიას აძლევს.
ინდოეთში ერბოს უძველესი დროიდან თხევად ოქროს უწოდებენ. მას კონცენტრირებულ მზის ენერგიად და კეთილდღეობის მაჩვენებლად თვლიდნენ. ინდოელები მას არა მხოლოდ კულინარიაში, არამედ რელიგიურ რიტუალებსა და ხშირად სამკურნალოდ იყენებენ.
ბევრ ინდოელ ოჯახში ერბოს თავად ამზადებენ და მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში ხანგრძლივი დროით ინახავენ. შენახული კარაქი თავისი სამკურნალო თვისებების გამო ჩვეულებრივზე უფრო დიდად ფასობს.
ერბოს გამოყენება სამკურნალო მიზნით
მდნარი კარაქი საჭმლის მონელებას აუმჯობესებს, იმუნიტეტს ზრდის, მხნეობას და ენერგიას გვმატებს, ღვიძლის და წვრილი ნაწლავის მუშაობას ხელს უწყობს, ნერვულ უჯრედებს და ძვლოვან ტვინს კვებავს.
ერბოს გამოყენების უძველეს რეცეპტში წერია: „დღეში 1-2 ჩ/კ ერბო მხედველობას და მეხსიერებას აუმჯობესებს, საჭმლის მონელებას სტიმულირებს, კანს წმენდს, ორგანიზმს დაავადებისგან იცავს და ხანგრძლივ სიცოცხლეს მოგცემთ“.
1. საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევის დროს
ერბო საკვების სწრაფად ათვისებას და ნარჩენების გამოდევნას ხელს უწყობს, ნივთიერებათა ცვლას სტიმულირებს. რეცეპტი: საკვების მიღების შემდეგ ნახევარი ჩ/კ კარაქი მოწუწნეთ.
2. იმუნიტეტის გასაძლიერებლად
ერბო ნებისმიერ კაკალს, ჩირს და სანელებლებს აურიეთ. 1 ს/კ ნარევი უზმოზე შეჭამეთ. სურვილის შემთხვევაში ამ ნარევს მაწონი ან არაჟანი დაუმატეთ.
3. თავის ტკივილის დროს
ერბო საფეთქლებზე, ხელისგულებსა და ფეხისგულებზე შეიზილეთ.
4. მტკივნეული სახსრების დროს
ყოველდღიურად, დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე ერბო პრობლემურ ადგილებში შეიზილეთ.
5. ანგინის და გაციების დროს
ერბო და თაფლი თანაბარი პროპორციით აურიეთ. ჭამის შემდეგ ნახევარი ჩ/კ ნარევი მოწუწნეთ.
6. ხველების დროს
1 ჩ/კ ერბო ¼ ჩ/კ შავ წიწაკას აურიეთ. დღეში 2-3-ჯერ მიიღეთ.
7. ცელულიტის საწინააღმდეგოდ
ერბოს კარაქით მასაჟი ცელულიტს მოგაშორებთ და კანს მთელ სხეულზე გაახალგაზრდავებს.
როგორ მოვამზადოთ ერბო
სახლის პირობებში ერბოს მომზადების უამრავი ვარიანტი არსებობს: წყლის ორთქლზე, ღუმელში, მიკროტალღურ ღუმელსა და გაზქურაზე. თქვენთვის ყველაზე მარტივი მეთოდი შევარჩიეთ. ერბოს სქელ ქვაბში, გაზქურაზე მოვამზადებთ.
ინგრედიენტები:
- 1 კგ ხარისხიანი კარაქი
მომზადება:
1. კარაქი ერთნაირი ზომის 2-3 სმ სისქეზე დაჭერით. ასე თანაბრად გახურდება და გადნება.
2. კარაქით სავსე ქვაბი დაბალ ცეცხლზე დადგით.
3. რამდენიმე წუთში კარაქი გადნება და ადუღებას დაიწყებს.
4. როცა კარაქი ადუღდება, მის ზედაპირზე ცილებისა და ტენის ნარჩენებისგან თეთრი ქაფი გაჩნდება, რომელიც ფრთხილად უნდა მოხადოთ. თავად კარაქი ჯერ კიდევ მუქი ფერისაა. რამდენიმე ხანში ქაფი აღარ წარმოიქმნება და კარაქი ბევრად უფრო გამჭვირვალე გახდება.
5. ხარისხიანი სახლის კარაქის შემთხვევაში ეს 115 გრადუსზე ხდება. მაღაზიაში ნაყიდი კარაქის შემთხვევაში ტემპერატურა ცოტა უფრო მეტი შეიძლება იყოს.
6. მნიშვნელოვანია მომენტის დაჭერა, როცა დუღილი დამშვიდდა, კარაქი გამჭვირვალე გახდა, ხოლო ცილოვანი ფანტელები ქვაბის ძირში ჯერ კიდევ მუქი არ გამხდარა. ამ დროს გაზიდან უნდა გადმოდგათ.
7. ამის შემდეგ გაგრილება აცადეთ და რამდენიმე ფენა გაკეცილ მარლაში გადაწურეთ.
8. გაგრილებისას კარაქი გამუქდება და მყარი გახდება. ამას დაახლოებით 1 საათი ან ოდნავ მეტი სჭირდება. 1 კგ კარაქიდან 700-800 გრ ერბოს მიღებას შეძლებთ.
9. ერბო სხვადასხვა არომატს კარგად ითვისებს და ინარჩუნებს. კერძი ბევრად უფრო გემრიელი გამოვა, თუ სანელებლებს თავად ერბოს დაუმატებთ. ამისთვის ქინძის, მიხაკის და ბაჰარის წიწაკის თესლები მარლაში გაახვიეთ და მდუღარე კარაქში ჩადეთ.
10. ახლა უკვე იცით, თუ ერბო სახლის პირობებში როგორ მოამზადოთ. შეგიძლიათ 6-8 ოთახის ტემპერატურაზე შეინახოთ და მაცივარში უსასრულოდ.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.