სისხლდენის, ანგინის, ნეფროლიტიაზის დროს დაგეხმარებათ საღამოს ენოთერას პრეპარატები

153
photo by Tatyana Kazakova on Pixabay

ცოტახნის წინ შევიტყვე, რომ ენოთერა – სამკურნალო მცენარეა.თუ შეიძლება მოგვწერეთ მის შესახებ დეტალურად, რომელი დაავადებებისას გამოვიყენოთ?

კითხვას პასუხობს ფიტოთერაპევტი ევგენი ტოვსტუხა:

ორწლიანი ენოთერა სამკურნალო მცენარეა. მას სწორი ღერო, უბრალო ან უმნიშვნელო დატოტვა, 50-80-სანტიმეტრიანი სიმაღლე ახასიაებს.

ორსქესიანი ყვავილები დიდი, ოთხფურცლიანი, ყვითელი, განცალკევებულია და მცენარის ზედა ფოთლების კვირტებზეა მოთავსებული.

სამკურნალო მიზნით, მცენარის ყვავილოვან ნაწილებს ამზადებენ. ენოთერა შეიცავს ფლავონოიდებს, ცერილის სპირტს, ტანინებს, გუმფისურ და ლორწოვან ნივთიერებებს, პენტოზანსა და ფლობაფენს, პიგმენტებს, სიტოსტერინს, ინვერტულ შაქრებს შეიცავს.

მცენარეს მკუმშავი, ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი მოქმედებები აქვს. ენოთერას პრეპარატები გამოიყენება ნაწლავურ, საშვილოსნოს, კუჭის, ჰემოროიდული სისხლდენების, დიზენტერიის, სხვადასხვა წარმოშობის ფაღარათის დროს.

ასევე, ენოთერა ეფექტურია ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს, სისხლის ამოხველების, ყივანახველას შემთხვევაში, ამ მცენარის ნაყენი გამოიყენება ჩირქოვანი ჭრილობების, წითელი ქარის, ეკზემის ჩამოსაბანად, ყელისა და ცხვირის სავლებად ტრაქეიტის, ბრონქიტის, ანგინის, სტომატიტის, პაროდონტოზის, ვასკულიტის დროს.

ენოთერას ნაყენი

1 ს.კ. ნედლეულს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 4 საათით. დალიეთ 1-4 ს.კ. დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ასევე, მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება ენოთერას პრეპარატები, სხვა სამკურნალო მცენარეებთან კომპლექსში.

ნაკრები 1 ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ:

ორწლიანი ენოთერას ბალახი, მრავალძარღვას ფოთლები, ჩვეულებრივი თავშავას ბალახი, სამკურნალო ტუხტის ყვავილები და ფოთლები, არყის ფოთლები შეურიეთ 2:4:2:4:2 პროპორციით. დაასხით 2 ს.კ. ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 4 საათით და მიიღეთ 50 მლ დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ნაკრები 2 ნეფროლიტიაზის სამკურნალოდ:

ორწლიანი ენოთერას ბალახი, ჩვეულებრივი მანანის ბალახი, თავშავას ბალახი, სამკურნალო ტუხრის ფოთლები და ყვავილები, ჩვეულებრივი მატიტელას ბალახი, სვიის გირჩები შეურიეთ 2:4:2:2:4:2 პროპორციით. დაასხით 2 ს.კ. ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 4 საათით. დალიეთ 50 მლ დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 1.5-3 წელს გაგრძელდება, ყოველ კვარტალში 10-15-დღიანი შესვენებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს