დახრილი იორდასალამი დაგეხმარებათ ნერვოზისა და კუჭის დაავადებების დროს

622
ფოტო: Imartin6 on wikipedia

დახრილი იორდასალამი (ლათ. Paeónia anómala) მრავალწლოვანი ბალახისებრი მცენარეა, იორდასალამისებრთა ოჯახიდან.

სამკურნაო მიზნებით, ძირითადად, იყენებენ მცენარის ფესვებს, 70%-იან სპირტზე 10%-იანი ნაყენის სახით.

ხალხური მედიცინა ამ ნაყენს გვირჩევს ნერვული აგზნებადობის, უძილობის წინააღმდეგ, მადის გაუმჯობესებისთვის, კუჭის დაქვეითებული მჟავიანობის მქონე კატარისა და კუჭის წყლულის დროს.

ნაყენს ჰიპოტენზიური მოქმედებაც აქვს. იორდასალამის პრეპარატები გამოიყენება ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნეების, ეროზიის, ბუასილის, მალარიის, თავის ტკივილების წინააღმდეგ.

ნაყენი: 1 ჩ.კ. დაქუცმაცებულ ხმელ ფესვს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. დააყენეთ 30 წუთით, მიიღეთ 1 ს.კ. დღეში სამჯერ, ჭამამდე 10-15 წუთით.

სამეცნიერო მედიცინაში გამოიყენება ფესვის წყლიანი და სპირტიანი ნახადები, საჭმლის მომნელებელი სისტემის სამკურნალოდ.

ფესვის ნაყენი გამოიყენება ნერვოზისა და უძილობის დროს: 20-25 წვეთი დღეში 3-4-ჯერ.

კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობის მქონე ადამიანებმა ამ მცენარის პრეპარატები დიდი სიფრთხილით უნდა მიიღოთ.

იორდასალამის წყლის ნაყენით შეგიძლიათ თავის დაბანა, თმისცვენის პროფილაქტიკისა და მისი ზრდის დაჩქარებისთვის.

მცირე რაოდენობით დაქუცმაცებულ ფესვს იყენებენ ბულიონის, ხორციანი კერძების სანელებლის სახითაც, თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ამ მცენარის პრეპარატები ზრდის კუჭის მჟავიანობას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს