პროსტატის ადენომი საწყის ეტაპზე განკურნებისთვის 1 კურსიც საკმარისია.

0
520
ფოტო: dyvosyl.com.ua

ხალხური და არატრადიციული მედიცინის ექიმის, ფიტოთერაპევტი ლუბოვ სალიის არსენალში ასზე მეტი სახელოვანი სამკურნალო ბალახი, ათობით შემუშავებული, ორიგინალური სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებაა სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ.

მამაკაცის “მეორე გული” ბალახებით იკურნება

ივან სუმჩაჩინმა უკვე მერვე ათწლეულს მიაღწია. რამდენიმე წელი აწუხებდა ადენომა (პროსტატის ჰიპერპლაზია), თუმცა, ლუბოვთან კომპლექსური მკურნალობის სამი კურსის შემდეგ, ექიმების დასკვნის მიხედვით, მას გაუქრა ოპერაციული ჩარევის საჭიროება. დღეს მამაკაცი თავს კარგად გრძნობს.

ლუბოვ სალიისთან სხვადასხვა ასაკის მსგავსი პაციენტი საკმაოდ ბევრია, რადგან პროსტატის ანთება ან ჰიპერლაზია ძლიერი სქესის წარმომადგენლებს საკმაოდ ხშირად აწუხებთ.

უდავოა, რომ მწვავე პერიოდს სამედიცინო ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გარეშე ვერ გადალახავთ. სხვა შემთხვევაში, კარგ ეფექტს იძლევა ვიტამინებით, მეფუტკრეობის პროდუქტითა და სამკურნალო მცენარეებით კომპლექსური მკურნალობა.

სალიი ამბობს: -“ჩვენ შევიმუშავეთ უამრავი სამკურნალო-პროფილაქტიკური ნაკრები პროსტატიტისა და პროსტატის ადენომის საწყისი სტადიების წინააღმდეგ და ისინი სამედიცინო ჩვენებების მიხედვით ინიშნება. ბალახებს მკვეთრი ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიციდული, ანტიტრიქომონადური, ანტიფუნგალური, შარდმდენი და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები აქვს.

მაგალითად, ერთ-ერთ ფიტოკომპოზიციაში შედის ჩვეულებრივი კრაზანა, ევკალიპტი, კოთხოჯი, ყვითელი ჭინჭრის-დედა, ნამდვილი ენდრონიკა და ჩვეულებრივი ოქროწკეპლა, აღებული თანაბარი რაოდენობით.

1 ს.კ. ბორცვიან ნარევს საღამოს დაასხით 0.5 ლ წყალი, 5 წუთის განმავლობაში დადგით ნელ ცეცხლზე და ღამით დააყენეთ. დილით გადაწურეთ და დალიეთ დღის განმავლობაში 0.5 ჭიქა, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. ასე ყოველდღე, 1-2 თვის განმავლობაში.

დაავადების საწყის ეტაპებზე, მისი განკურნებისთვის 1 კურსიც საკმარისია. უფრო რთულ შემთხვევებში, წელიწადში რამდენიმე კურსი უნდა გაიაროთ. მეტი ეფექტისთვის, ბალახებთან ერთად, ინიშნება E ვიტამინი, დღეში 2-3-ჯერ თითო კაფსულა ჭამის შემდეგ, 1 თვის განმავლობაში, ხოლო ფუტკრის მტვერი – 1 ჩ.კ. დღეში, ჭამის წინ, 2-3-ჯერ.

გამწმენდი მცენარეული ნაკრები

განსაკუთრებულ ადგილს იკავებს უნივერსალური ნაკრები, რომელიც აჯანსაღებს ყველა ორგანოსა და სისტემას უჯრედულ დონეზე, წმენდს ნაღვლის სადინრებს, აქვს მკვეთრი ჰეპატოპროტექტორული, ნაღველმდენი და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, ეფექტურია სხვადასხვა წარმოშობის ჰეპატიტის დროს.

“ჩემი ერთ-ერთი პაციენტი, რომელმაც ჯერ კიდევ ბავშვობაში გადაიტანა ვირუსული ჰეპატიტი, წელიწადში ერთხელ გადის პროფილაქტიკურ მკურნალობას გამწმენდი ნაკრებით. ეს მას აქტიურ მუშაობაში, ფიზიკური დატვირთვების ატანასა და, რაც მთავარია, მარჯვენა ნეკნქვეშა სივრცეში ყრუ ტკივილის თავიდან აცილებაში ეხმარება, მედიკამენტოზური თერაპიის გარეშე.” – ყვება ქალბატონი სალიი.

გამწმენდი ნაკრები კარგ ეფექტს ილევა ქოლანგიტის (ნაღვლის სადინრების ანთების) მკურნალობისას, მაშინაც კი, თუ იგი პარაზიტული ბუნებისაა, საოცრად აჯანსაღებს შარდგამომყოფ სისტემას. გარდა ამისა, ნაკრებში შედის იმუნომოდულატორი მცენარეები, რომლებიც ორგანიზმისთვის მნიშვნელოვან მიკროელემენტებს შეიცავს და ასტიმულირებს შიდა სეკრეციის ჯირკვლებს, ხელს უწყობს იმუნური პროცესების ნორმალიზებას.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი