ხველის მოშორების მარტივი, ნაცადი ხერხები ფიტოთერაპევტ ლუბოვ სალიისგან.

0
418
ფოტო: pxhere.com

თქვენი ძალიან მადლიერი ვარ იმ სამკურნალო ბალახეულის ნაკრების გამო, რომელმაც გამწვავებული ხველისგან მიხსნა. 2 წელზე მეტხანს მაწუხებდა მშრალი ხველა. რა მედიკამენტი არ მივიღე, სტაციონარშიც ვიმკურნალე, თუმცა დაავადება არ მეშვებოდა. თქვენი ბალახეული ნაკრებით მკურნალობამ კი თითქოს ხელახალი სიცოცხლე მაჩუქა. დიდი პატივისცემით, გალინა.”

ეს და მსგავსი სამადლობელი სიტყვებით ჯანმრთელობის ცენტრ “დევიასილის” მუშაობის შესახებ, სავსეა ცენტრის გამოხმაურებების წიგნი. მათ თითქმის ყოველდღე ისმენს ფიტოთერაპევტი ლუბოვ სალიი, თავისი პაციენტებისგან, როგორც მიღებაზე, ისე ტელეფონით საუბრისას თუ ქუჩაში შემთხვევითი შეხვედრისას. ეს გასაკვირი არაა, რადგან სამკურნალო მცენარეებს ჭეშმარიტად გასაოცარი ძალა აქვს. აი, თუნდაც ავიღოთ ზემოხსენებული ნაკრები ხველის, გრიპისა და გაციების წინააღმდეგ.

ფიტონაკრები, რომელიც მრავალი ბალახის ძალას აერთიანებს

ბალახების სამკურნალო-პროფილაქტიკური ნაკრები სასუნთქი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადებების წინააღმდეგ, წამყვან ადგილს იკავებს ლუბოვ და ვლადიმირ სალიიების არსენალში, ათობით სამკურნალო ნაკრებს შორის. თითოეულ მათგანს აქვს მაღალეფექტური მოქმედება: ანთებისსაწინააღმდგო, ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ბრონქოლიტური, ამოსახველებელი, ასევე, ორგანიზმის გამაძლიერებელი თვისებები. ზოგიერთი მათგანი ათასწლეულებითაა გამოცდილი და ერთგვარ პანაცეად იქცა მსოფლიოს წამყვან მედიცინაში, როგორც, მაგალითად, კულმუხოს ფესვი ტიბეტურ ან ძირტკბილას ფესვი მართლმადიდებლურ მედიცინებში. ნაკრების შემადგენლობაშია ცნობილი უკრაინული თავშავა და ბეგქონდარა. ასევე, მწვანე სამყაროს ისეთი იშვიათი წარმომადგენლები, როგორიცაა გაზაფხულის ფურისულა.

ეფექტურად მოქმედებს გაციებისა და ფილტვების ანთების დროს

“ამ ნაკრებს ჩვენ ვურჩევთ ზრდასრულებსა და ბავშვებს, სასუნთქი სისტემის ყველა დაავადების დროს, – ამბობს ლუბოვი. – ასევე, გაციების პირველი ნიშნების დროს, დაავადების მოსაშორებლად, საკმარისია, რამდენიმე დღის განმავლობაში მიირთვათ მისი კონცენტრირებული ნახარში. ფიტოთერაპევტის თქმმით, სხვადასხვა წარმოშობის ბრონქიტის, ტრაქეიტის (რომელსაც მშრალი, წყვეტილი ხველა ახლავს თან), სამკურნალოდ რამდენიმე კვირაა საჭირო. ამ ფიტოკომპოზიციის გამოყენება, მედიკამენტოზურ მკურნალობასთან კომპლექსურ თერაპიაში, მნიშვნელოვნად დააჩქარებს გამოჯანმრთელებას ფილტვების ანთების დროს.

ნაკრების გამარტივებული რეცეპტი

სამკურნალო ნახარშის მომზადება მარტივი და ხელმისაწვდომია. აიღეთ 1 წილი კულმუხოს ფესვი, ბეგქონდრისა და თავშავას ბალახი, გაზაფხულის ფურისულა, ნახევარი წილი ძირტკბილას ფესვი. ღამით აადუღეთ 0.5 ლ წყალი, ჩაყარეთ 1 ს.კ. ბალახეული ნაკრები, აადუღეთ 5 წუთით ნელ ცეცხლზე, ღამით დააყენეთ და დილით გადაწურეთ. ნახარში მიიღეთ სამ ულუფად, ჭამამდე 0.5 ჭიქის ოდენობით. ასე ყოველდღე, 2-4 კვირის განმავლობაში, სრულ გამოჯანმრთელებამდე.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი