წელის საშინელი ტკივილების შემდეგ ილია მურომეცის მალამომ შვება მომგვარა.

717
ფოტო: pixabay and wikipedia - adampted by paparazzi.ge

რამოდენიმე წლის წინ გაზეთში გამოქვეყნებული იყო ძალიან კარგი, “ილია მურომეცის მალამოს” რეცეპტი მზიურას (ლათ. Ínula) ბაზაზე, წელის ტკივილისთვის, გთხოვთ კიდევ ერთხელ გამოაქვეყნოთ.

ექიმი თერაპევტი, კონსტანტინ ჟურაველი „ილია მურომეცის“ მალამოს რეცეპტს გიზიარებთ, რომელიც მზიურაზეა დაფუძნებული და ზურგის ტკივილის დროს დაგეხმარებათ.

ხალხურ მედიცინაში სამკურნალოდ მზიურას ფესვებს იყენებენ. მზიურაზე ბაზაზე დაფუძნებულ შინაგანად მისაღებ პრეპარატებს გასტრიტის, კოლიტის, შაქრიანი დიაბეტის, ჭიების ინვაზიის და ბრონქიტის სამკურნალოდ იყენებენ. გარეგნულად კი ჭრილობების, წყლულების, ეგზემას და ნეიროდერმიტების სამკურნალოდ გამოიყენება.

მალამოს რეცეპტი ხერხემლის სამკურნალოდ: 40 გრ მზიურას 10 გრ კოთხუჯის ფესვები დაუმატეთ და ყავის საფქვავით წვრილად დააქუცმაცეთ. ამის შემდეგ 300 გრ გამდნარი ღორის ქონი აიღეთ და 50 გრ დაქუცმაცებული ფესვები აურიეთ. ნარევი წყლის ორთქლზე 1,5 საათით გააჩერეთ და მუდმივად აურიეთ. მალამო მზადაა.

გამოყენება: მალამო ხერხემალზე მსუბუქი მასაჟით 20 წუთის განმავლობაში წაისვით. პროცედურა დილა-საღამოს სრულ გამოჯანმრთელებამდე გაიმეორეთ. პირველ გაუმჯობესებას უკვე 3-4 დღიანი მკურნალობის შემდეგ დაინახავთ. 1,5-2 კვირის შემდეგ სუბიექტური გამოჯანმრთელება დადგება: ხერხემლის ტკივილი გაქრება, პაციენტი უფრო მოძრავი გახდება და ტუალეტში თავისუფლად გადაადგილებას შეძლებს, ტკივილის სრული გაქრობის შეგრძნება იქმნება.

ყურადღება! მალამოს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი გააჩნია. შეზელვის დროს პირდაპირ ანთების კერაში აღწევს. ეს საბაბს არ გაძლევთ, რომ ხერხემალზე დატვირთვა გაზარდოთ, რადგან ხერხემლის ზედაპირის ნაწილებს და ხრტილოვან ქსოვილებს აღსადგენად ხანგრძლივი დრო და ამ მალამოთი მკურნალობის გაგრძელება სჭირდება. 3 თვის განმავლობაში ხერხემალზე ნებისმიერი დატვირთვა აკრძალულია! მალამო შეგიძლიათ ხერხემალზე ნებისმიერი ანთებითი პროცესის დროს გამოიყენოთ, მაგრამ რადიკულიტის დროს ანთებას რთულად აქრობს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს