დილაობით ისეთი შეშუპებებით ვდგებოდი თთქოს ვაგონი დავცალე, მადლობთ რომ ეს რეცეპტი გამახსენეთ.

4790
ფოტო: fesehe on Pixabay & Marco Verch on flickr

51 წლის ვარ, დილაობით კი ისე ვდგები, თითქოს ვაგონი დავცალე: საშინლად დაღლილი, ხელფეხშეშუპებული, გამოფიტული სახით. სადილის შემდეგ, შეშუპება თანდათან ცხრება. კარგად მძინავს, სითხესაც ცოტას ვსვამ. ექიმები მხრებს იჩეჩავენ. გთხოვთ, მირჩიეთ, როგორ მოვიქცე… პატივისცემით, ვ.ზ.

წერილს პასუხი გასცა ექიმმა ფიტოთერაპევტმა, ვიჩესლავ ვარნავსკიმ:

შეშუპების, ან წყალმანკის მკურნალობას ფრთხილად უნდა მიუდგეთ, ამ სიმპტომის გამომწვევი ძირითადი დაავადებიდან დაიწყოთ.

წყალმანკთან და შინაგან შეშუპებასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ სელის თესლი. ამისთვის, 1 ს.კ. თესლს დაასხით 0.75 ლ წყალი, აადუღეთ და ხარშეთ 40 წუთით ორთქლის აბაზანაზე. დააყენეთ 3 საათით და მიიღეთ თბილი სასმლის 0.5 ჭიქა დღეში ხუთჯერ.  მკურნალობის კურსი სამკვირიანია.

ორგანიზმიდან სითხის გამოყოფა შეუძლია ასეთ სამკურნალო ნაყენსაც: თანაბარი რაოდენობით შეურიეთ მრავალძარღვას, ორსახლა ჭინჭრისა და დათვის კენკრის ფოთლები, კრაზანის ბალახი და ასკილისა და კუნელის კენკრა. 2 ს.კ. ნარევს დაასხით 0.5 ლ ცივი წყალი, დააყენეთ მთელი ღამით. დილით აადუღეთ, ხარშეთ 40 წუთით ორთქლის აბაზანაზე და მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ.

შესანიშნავი სამკურნალო ეფექტი აქვს ოხრახუშის მწვანილსაც. უნდა აიღოთ 0.5 კგ ოხრახუშის ფესვები, დაასხათ 1 ლ რძე, შედგათ ღუმელში და ამზადოთ მანამ, სანამ სითხე საწყისი მოცულობის ნახევრამდე არ შემცირდება. მიიღეთ 1/4 ჭიქა ყოველ საათში.

ორგანიზმიდან სითხის გამოყვანა შეუძლია აბზინდისა და აგავის ფოთლების ნაყენსაც, თუ მათ თანაბარი წილებით შეურევთ, შემდეგ დაასხამთ 1 ს.კ. ნარევს 0.5 ლ მდუღარე წყალს და დააყენებთ 2 საათით. მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ ჭამამდე.

ასევე, შეგიძლიათ, გამოიყენოთ უძველესი საშუალებაც – პირშუშხისფაფისა და ლიმონის წვენის ნარევი. ძლიერი შარდმდენი ეფექტის წყალობით, იგი კარგად ხსნის შეშუპებას. უფრო დიდ სამკურნალო ეფექტს მიიღებთ, თუ ლიმონის წვენთან ერთად, ხახვის წვენსაც მიიღებთ. იგი უზმოზე, 3 ს.კ. უნდა მიიღოთ. მის მოსამზადებლად, საღამოს მოაყარეთ ხახვის თხელ ნაჭრებს შაქარი, ხოლო დილით დაჭყლიტეთ, მიიღეთ წვენი და დალიეთ.

მკურნალობის დროს მნიშვნელოვანია ხილისა და ბოსტნეულის დიეტაც. 2 თვის განმავლობაში, რეგულარულად უნდა მიირთვათ უმი კომბოსტო, ბადრიჯანი, კანიანი ლიმონი, ვაშლი, ძირთეთრა. ასევე, რეგულარულად დალიეთ თხაწარსთალასა და ასკილის ჩაიები, მონაცვლეობით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს