როგორც იქნა მივაგენი შესანიშნავ მატონიზირებელ ბალზამს.თავადაც მარტივად ვამზადებ.

0
724
ფოტო: Franziska Ingold on Pixabay/ adapted by paparazzi.ge

– „რა ჩვენებები აქვს ალოეს ბალზამის გამოყენება და როგორ მოვამზადო სწორად? პატივისცემით, ს.მ.“

ექიმი ნევროპათოლოგი, ვლადიმერ ბოლსუნი გიამბობთ, თუ როდის ღირს ალოეს ბალზამის გამოყენება და როგორ უნდა მოამზადოთ სწორად:

ზოგადად, ალოე ადამიანის ქსოვილების ფუნქციისა და სტრუქტურის სამკურნალო და აღმდგენი შესანიშნავი საშუალებაა. ალოე სამკურნალო ნივთიერებების მთელი კომპლექსია. სწორედ ამიტომ, ალოესგან დამზადებული საშუალებები, კერძოდ ბალზამის გამოყენება რეკომენდებულია დასუსტებული ადამიანებისთვის, ოპერაციის შემდეგ, ქრონიკული დაავადებების და დეპრესიის დროს.

რეკომენდებულია, რომ ალოეს ბალზამის მიღებას ძალოვანი ფიზიკური ვარჯიშები შეუთავსოთ. ბალზამი არა მხოლოდ კუნთების ძალას სწრაფად აღადგენს, არამედ ქსოვილებში რძემჟავას და ნივთიერებათა ცვლის სხვა მეტაბოლიტის დაგროვებას აფერხებს. აქტიური მოძრაობა და ალოე ორგანიზმის ზოგადი ტონუსის აღდგენას ხელს შეუწყობს.

ალოე და თაფლი შესანიშნავად ეთავსებიან ერთმანეთს. ის ალოეს ფერმენტაციას ინახავს და ნახშირწყლების დაჟანგვის მხარეს მიმართავს.

ბალზამის მომზადება:

  • ალოეს ქვედა სქელი ფოთლები (მინიმუმ 3 წლის) მოჭერით, საკვებ ფოლგაში გაახვიეთ და მაცივარში 2 დღე გააჩერეთ. რომ გარკვეული ფერმენტები გააქტიურდეს.
  • ამის შემდეგ კარგად გარეცხეთ და კანიანად რგოლებად დაჭერით.
  • მინის ჭურჭელში მოათავსეთ და თაფლი 2:1 პროპორციით დაასხით. მაგალითად, 0,5 ჭიქა ალოეს 2 ს/კ თაფლი დაუმატეთ.
  • კარგად აურიეთ და 2 დღე გრილ, ბნელ ადგილას (მაცივარში არა) შეინახეთ.
  • ამის შემდეგ დაახლოებით 70 მლ კარგი კონიაკი დაუმატეთ. თითქმის 1 ჭიქა ბალზამს მიიღებთ. კარგად აურიეთ, გაფილტრეთ, მუქი მინის ქილაში ჩაასხით, თავზე დაახურეთ და მაცივარში შეინახეთ.

გამოყენება: 1 ს/კ ალოეს ბალზამი ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. დარჩენილი ჩენჩო ადგილობრივად გამოიყენეთ, მაგალითად მწერების ნაკბენზე, ძირმაგარზე, იარაზე და ა.შ.

  • გარდა ამისა, ალოე კოსმეტოლოგიაში გამოიყენება როგორც ჭრილობის შემახორცებელი, ანტიმიკრობული, მზის დამწვრობის და ფსორიაზის დროს ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ასევე იყენებენ აკნეს, ძირმაგრის, დერმატიტის და კანის სხვა დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.
  • ალოეს სუფთა წვენი ფორებს ხსნის და წმენდს, კანს ატენიანებს და ჭიმავს, რადგან კანში ღრმად და მარტივად აღწევს, ნივთიერებათა ცვლას აღადგენს, უჯრედების აღდგენას სტიმულირებს, ასევე ანთებას და გაღიზიანებას აქრობს.
  • სახლის პირობებში სახის და ყელის ახალგაზრდა კანის შენარჩუნებას მარტივად შეძლებთ, თუ ყოველდღე, ძილის წინ წინასწარ კარგად დაბანილ და დაორთქლილ სახეზე ალოეს ახალ წვენს წაისვამთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი