უებარი მცენარეული ნაყენები თავის ტკივილის მოსახსნელად

171
ფოტო: luisa Munoz on Pixabay

დაარეგულირეთ ქალაშიდა წნევა

თუ ამინდის მკვეთრი ცვლილების დროს ან კრიტიკული დღეების დასაწყისში თავი გისკდებათ, ეს შეიძლება ქალაშიდა წნევის დარღვევასთან იყოს დაკავშირებული. ამ შემთხვევაში, დაგეხმარებათ შარდმდენი ნაყენები, რომლებიც არახელსაყრელ დღეებამდე 3-5 დღით ადრე უნდა მიიღოთ.

თავის ტვინიდან ჭარბი სითხის გამოდევნა ამცირებს ქალაშიდა წნევას და გათავისუფლებთ თავში წარმოქმნილი სიმძიმისგან.

  • შეურიეთ რუსული ღიღილოს ყვავილები, ძირტკბილას ფესვი და დათვის კენკრის ფოთლები (1:1:3). 1 ს.კ. ნაკრებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 20 წუთით, გადაწურეთ და მიიღეთ 1 ს.კ. დღეში 3-4-ჯერ.
  • შეურიეთ 1 წილი ძირტკბილას ფესვი 2-2 წილ ღვიისა და დათვის კენკრის ნაყოფს. ამ ნაკრებს დაასხით მდუღარე წყალი და მიიღეთ ისევე, როგორც წინა ნაყენი.
  • ოდნავ მოხალეთ ბაბუაწვერას ფესვი, თანაბარი რაოდენობით შეურიეთ სამკურნალო მელისასა და ჭინჭარს, დააფქვიეთ ყავის საფქვავში, დაასხით 1 ჩ.კ. ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ თერმოსში 2-3 საათით და დალიეთ თითო ჭიქა დილითა და დღით, ხოლო 2 ჭიქა – საღამოს, 3-4 კვირის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში კი – უფრო დიდხანს.

დაიდეთ ცხელი კომპრესი

1 მუჭა სამკურნალო გვირილას ყვავილებს დაასხით 1/3 ჭიქა მდუღარე წყალი, აადუღეთ და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთით. გადაწურეთ, დაწურეთ, დაასველეთ ცხელ ნაყენში სელის ხელსახოცი ან რამდენჯერმე დაკეცილი მარლა და დაიდეთ თავზე. თუ მაღალი არტერიული წნევა გაქვთ, ამ რეცეპტით არ ისარგებლოთ.

დაიბანეთ თავი ბალახეული ნაყენით

თავის დაბანისას, გადაივლეთ თმები კრაზანის ან თავშავას ნაყენით (5 ს.კ. 1 ლ წყალზე), დაწურეთ თმა და შეიხვიეთ პირსახოცით. გაიჩერეთ 2-3 საათით და თავის ტკივილი თავს დაგანებებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს