უთხარით “არა” პრეპარატებს, ძახველის სოკო – სასწრაფო დახმარება ჰიპერტონიკებისთვის.

0
1509
ფოტო: Wouter Hagens on wikipedia

გარდა სხვადასხვა მორსის, ნაყენისა და ნახარშისა, ძახველისგან შეიძლება ისეთი შესანიშნავი საშუალების დამზადებაც, როგორიცაა ძახველის სოკო. იგი კარგად უმკლავდება მაღალ წნევას, შაკიკს, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემებს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს და სხვ.

ძახველის სოკოს მომზადება მარტივია. ორლიტრიანი ქილიდან, გარეცხილი და გამშრალი ძახველის კენკრა, გადაყარეთ სამლიტრიან ქილაში. მოასხით ცოტაოდენი ადუღებული წყალი ისე, რომ 1 თითით აღემატებოდეს კენკრის სიმაღლეს, დაუმატეთ 2-4 ს.კ. თაფლი. დაახურეთ ქილას რამდენიმე ფენად გადაკეცილი მარლა და დადგით ბნელ, გრილ ადგილას.

დაახლოებით 1 კვირის შემდეგ, ნაყენის თავზე გაჩნდება ნაცრისფერი ობიანი ნალექი. მას შემდეგ, რაც ეს ფენა გასქელდება, მის ადგილზე თანდათან გაჩნდება ჟელესმაგვარი, ნახევრად გამჭვირვალე მასა, რომელსაც ძახველის სოკოს ეძახიან. მასის ზედა ნაწილი – სოკოს “ქუდი” – უნდა გახდეს ვარდისფერი და სრიალა, ქვედა ნაწილი კი მურა ბოჭკოვან ფენას მოგაგონებთ – ეს იმას ნიშნავს, რომ სოკო დამწიფდა და მისი სამკურნალოდ გამოყენება შესაძლებელია.

ამისთვის, სოკო უნდა გადადოთ სხვა ქილაში, დაასხათ თბილი, გადადუღებული თაფლიანი წყალი (1 ლ წყალზე – 1 ს.კ. თაფლი), ზემოდან დაახუროთ მარლა და დააყენოთ ოთახის ტემპერატურაზე. ძახველის სოკოს რომ არ ავნოთ, წყალი ძალიან ფრთხილად ჩაასხით.

1 კვირაში, სითხის ნახევარი ქილიდან მარლის გავლით უნდა გადაღვაროთ, სოკო ოდნავ თბილი წყლით გარეცხოთ, მოათავსოთ ისევ ქილაში და დაასხათ ახალი თაფლიანი ხსნარი.

გადაღვრილი ბურახი შეინახეთ მაცივარში. მისი დალევა რეკომენდებულია 0.5 ჭიქით, ჭამამდე 30 წუთით ადრე, დღეში 2-3-ჯერ. თუმცა, მთელი სითხე 3-4 დღეში უნდა დალიოთ, თორემ იგი სამკურნალო თვისებებს დაკარგავს.

მაღალი წნევის, გულის დაავადებების, საჭმლის მონელების პრობლემების დროს, ასეთი სასმელი პირველი დახმარება იქნება თქვენთვის.

თუ ძახველის სოკოს სწორად მოუვლით, დაახლოებით 1 თვის შემდეგ, მას გამოეყოფა ახალი შთამომავლის თხელი ფენა, რომელიც სხვა ქილაში, ისევ თაფლიან ხსნარში უნდა გადადოთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი