„მსმენია, რომ შავი კაკალი სხვადასხვა დაავადებისგან განკურნებაში ბევრს ეხმარება. წელს მეც შევაგროვე, მაგრამ არ ვიცი, თუ რომელი დაავადების დროს და როგორი სახით (ნახარში, ნაყენი) გამოვიყენო. იქნებ, ვინმემ ამ მცენარის შესახებ მითხრას? პატივისცემით, ვ.ა.“
კითხვას პასუხობს ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ლიუბოვ დუდჩენკო:
შავი კაკლის (ლათ. Juglans nigra) სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკაა და ნიგვზის მსგავს ოჯახს მიეკუთვნება. შავი კაკლის ფოთლების ქიმიური შემადგენლობა: ფლავონოიდები, გლიკოზიდები, ძალიან ბევრი C ვიტამინი და კაროტინი, B1, B6, P და E ვიტამინები, ეთერზეთები, ორგანული მჟავები, ტანინები და ა.შ.
შავი კაკლის ერთ-ერთი აქტიური ნივთიერებაა იუგლონი, რომელიც ანტიბაქტერიულ, სოკოს და ჭიების საწინააღმდეგო თვისებებს ფლობს, ნაწლავების მოძრაობას არეგულირებს, მოქმედებს როგორც საფაღარათო საშუალება ყაბზობის დროს და ეფექტური საშუალება დიარეის დროს. გარდა ამისა, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოქმედებას არეგულირებს, შაქრის შემცირებაზე ზომიერ გავლენას ახდენს და მოქმედებს როგორც ნაღვლმდენი და სისხლძარღვების გამაფართოებელი საშუალება.
კაკლის ბირთვი ძალიან გემრიელია და 66-70% მაღალხარისხიან ზეთს შეიცავს, რომელსაც განსაკუთრებული არომატი და დაჟანგვის მიმართ მაღალი გამძლეობა (არ მწარდება), 6%-მდე ნახშირწყლები და 30%-მდე ცილოვანი ნივთიერებები (თითქმის 2-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე ნიგვზის ბირთვში) აქვს.
ხალხური მკურნალები შავ კაკალს იყენებენ როგორც ჭრილობის შემახორცებელ და სისხლის შემაჩერებელ საშუალებას წყლულების, ჩირქოვანი ჭრილობის, ძირმაგრის და სხვა დაავადებების სამკურნალოდ.
მთელ მსოფლიოში ფართო ცნობილია ანტიპარაზიტული საშუალება „ტროიჩატკა“, რომელიც ამერიკელმა მკურნალმა ხ.კლარკმა შავი კაკლის ნაყენზე დაფუძნებით მოამზადა. ესაა შავი კაკლის ნაყენი მწარე აბზინდით და მიხაკით, ოღონდ შავი კაკალი რძოვანი სიმწიფის უნდა იყოს. „ტროიჩატკა“ რეკომენდებულია მიომის, თირკმლების პოლიკისტოზის, საკვერცხეების კისტის, პროსტატის და სხვა დაავადების დროს.
ნაყენი: 100 გრ ნედლი(დაუმწიფებელი) კაკლის ნაყოფი (ან ზედა მუქი-მომწვანო ნაჭუჭი) დააქუცმაცეთ, 0,5 ლ სპირტი დაუმატეთ და 2 კვირა მზეზე დააყენეთ. შემდეგ გადაწურეთ, სხვა ჭურჭელში აურიეთ და თავსახური კარგად დაახურეთ. მაცივარში შეინახეთ.
50-70 კგ წონის ზრდასრულებმა 10 მლ ნაყენი (100 მლ წყალში გაზავებული) ჭამამდე, დღეში 3-ჯერ უნდა დალიონ. 70-90 კგ წონის ზრდასრულებმა 15 მლ ნაყენი (100 მლ წყალში გაზავებული) ჭამამდე, დღეში 3-ჯერ. ნაყენს 10-15 წუთის განმავლობაში მცირე ყლუპობით სვამენ.
ნაყენის მიღების შემდეგ რეკომენდებულია 1/5 ჩ.კ მიხაკის და აბზინდის ფხვნილი შეჭამოთ. ყოველდღე დოზა ოდნავ გაზარდეთ ისე, რომ 0,5 ჩაის კოვზამდე ახვიდეთ. 2 კვირა მიიღეთ, შემდეგ 1 კვირა შეისვენეთ და კურსი კვლავ გაიმეორეთ. მიხაკის ფხვნილი სჯობს თავად მოამზადოთ, ამისთვის ყავის საფქვავი გამოიყენეთ.
გახსოვდეთ: შავი კაკლის საშუალების მიღების წინ ექიმთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ.
უკუჩვენება: შავი კაკლის საშუალებების გამოყენება არ შეიძლება ორსულებისთვის, მეძუძურე დედებისთვის და ინდივიდუალური აუტანლობის დროს.