ნახევარსაათიანი პროცედურები დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ ჰაიმორიტისგან.

0
706
ფოტო: Joanna Dubaj on publicdomainpictures

„სოინჯის თესლი შევიძინე. მისი სასარგებლო თვისებების და გამოყენების შესახებ უფრო მეტის გაგება მსურს“.

წერილს ნატუროპათი, სახალხო მკურნალი ელენა სვიტკო პასუხობს:

სოინჯი ან შავი კვლიავი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სანელებელია. მისი წვრილი თესლი სამ მნიშვნელოვან მჟავას შეიცავს: ომეგა 3, ომეგა 6 და ომეგა 9. სოინჯის გამოყენება სმენას, მხედველობას და მეხსიერებას აუმჯობესებს.

გამაჯანსაღებელი ნარევის რეცეპტი: 0,5 კგ შავქლიავი დააქუცმაცეთ, 100 გრ სოინჯის თესლი ყავის საფქვავში დაფქვით და 1 ს/კ დაქუცმაცებული მუსკატის კაკალი დაუმატეთ. 1 ჩ/კ ნარევი (0,5 ჩ/კ ბავშვებისთვის) დღეში 3-ჯერ შეჭამეთ და ბარამბოს ან პიტნის ჩაი დააყოლეთ. 21 დღე მიიღეთ, შემდეგ 10-14 დღე შეისვენეთ. ეს ნარევი კარგი ანტიჰელმითური საშუალებაა. შეგიძლიათ 1 ჩ/კ სოინჯის დაფქული თესლი დღეში 3-ჯერ მიიღოთ.

თირკმელზედა ჯირკვლების დაავადების სამკურნალოდ 0,5 ჩ/კ დაფქული სოინჯის თესლის და მზიურას ფესვების ნარევი (მაგალითისთვის, 100 გრ აიღეთ) შეჭამეთ და თანაბრად აღებული წყლისა და ალოეს წვენის ნარევი დააყოლეთ.

3 თვის განმავლობაში, დღეში 3-ჯერ შავი კვლიავის თესლის ჭამა 1 ჩ/კ თაფლთან ერთად ძალიან სასარგებლოა.

ფოტო: TheGoblin~commonswiki on wikipedia

თუ დაფქულ შავი სიონჯას თესლს თხელ სალფეთქში გაახვევთ და ნესტოებში (მორიგეობით) ნახევარი საათით ჩაიდებთ, ქრონიკულ სურდოს და ჰაიმორიტს განკურნავთ.

როგორც ონკოპროტექტორული საშუალება 1 ჩ/კ სოინჯის ზეთი 50 მლ სტაფილოს წვენთან ერთად მიიღეთ.

დაქუცმაცებული სოინჯის თესლის და ვაშლის ძმრის ნარევი სხეულის პრობლემურ ზონაზე წაისვით.

მელანქოლიის მოშორებასა და ტვინის სისხლძარღვებში სისხლის მიწოდების გაუმჯობესებაში თანაბრად აღებული ილის, კურკუმას, სოინჯის, წითელი მწარე წიწაკის და ზაფრანას (ან გულყვითელას ფურცლები, ხავერდას ყვავილები) ნარევი დაგეხმარებათ. ყველაფერი თანაბრად აიღეთ და კარგად აურიეთ. 1 ჩ/კ ნარევი დღეში 3-ჯერ, 7-14 დღის განმავლობაში მიიღეთ. სასურველია, რომ 3 ასეთი კურსი გაიაროთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი