მცენარეული ნაკრები ტოქსინების გამოსადევნად და იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

322
ფოტო: pxhere

სახალხო და არატრადიციული მედიცინის ცნობილ ექიმს, ფიტოთერაპევტ ლუბოვ სალიის უკრაინის ყველა კუთხიდან ურეკავენ. ბევრი მასთან ოჯახებით მიდიან, ნათესავები და მეგობრები მიჰყავთ. ფიტოთერაპევტის არსენალში ასეული სამკურნალო მცენარე და მათგან დამზადებული პრეპარატია.

მცენარეული ნაკრები გამოდევნის ტოქსინებს და აძლიერებს იმუნიტეტს.

შარდკენჭოვანი დიათეზის, კერძოდ, ურატების დროსაც, ფიტოთერაპევტი გვირჩევს ბალახების შემდეგ ნაკრებებს:

  • თანაბრად აიღეთ წითელი მოცვის ფოთლები, მატიტელას ბალახი, კოთხოჯის ფესვი და სიმინდის აბრეშუმი, დააქუცმაცეთ. დაასხით 1 ს.კ. მასას 0.5 ლ მდუღარე წყალი, 5 წუთით ხარშეთ, დააყენეთ მთელი ღამით და დილით გადაწურეთ. დალიეთ 2/3 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე. გაიარეთ ერთთვიანი კურსი, შეისვენეთ 10-14 დღით და გააგრძელეთ მკურნალობა შემდეგი ნაკრებებით:
  • თანაბრად აიღეთ შვიტას ბალახი, ერიკასა და მატიტელას ბალახები და ველური სტაფილოს თესლი. დააქუცმაცეთ ყველაფერი. მომზადებისა და გამოყენების მეთოდი იგივეა, როგორიც წინა ნაკრებში.
  • ხოლო ოქსალატური და ფოსფატური კენჭების შემთხვევაში, შემდეგი ნაკრებები დაგეხმარებათ: კრაზანას ბალახი, მღებავი ენდრო, ბირკავასა და პიტნის ბალახი, კამის თესლი. მომზადება და გამოყენება იგივენაირია.
  • როცა ამ ნაკრების მიღებას დაასრულებთ, მიიღეთ შემდეგი: ოროვანდის ფესვი, კოთხოჯის ფესვი, ბირკავასა და ოქროწკეპლას ბალახი. შემდეგ შეგიძლიათ წინა ვარიანტს დაუბრუნდეთ.

მკურნალობა იწყება წმენდით

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ლუბოვ სალიის მიერ შემუშავებული უნიკალური გამწმენდი ნაკრები, რომლის დახმარებითაც ბევრმა იმკურნალა.

სანამ დაავადებების მკურნალობას დაიწყებდეთ, ფიტოთერაპევტის თქმით, უნდა გაიწმინდოთ ორგანიზმი. მაგალითად, ტიბეტში ამ მიზნით მრავალი საუკუნის წინ შეიმუშავეს გასაოცარი რეცეპტი, რომელიც 30 ბალახისგან შედგება. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი ჩვენს რეგიონში არ იზრდება…

ამ რეცეპტით დაინტერესებულმა ლუბოვ სალიიმ შეიმუშავა უნივერსალური სამკურნალო-პროფილაქტიკური ნაკრები, რომლის შემადგენლობაშიც ოცამდე ბალახი შედის, თანაც ყველა იზრდება ჩვენს რეგიონში.

ნაკრები შესანიშნავად წმენდს ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინებისგან, კურნავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემებს, რომელთა მიზეზსაც, ხშირად, წარმოადგენს სოკოები, ვირუსები, ბაქტერიები, ჰელმინტები, ასევე, ცხოველქმედების პროდუქტები.

არანაკლებ კარგად წმენდს იგი სანაღვლე გზებსაც, ასევე, აქვს მკვეთრი ჰეპატოპროტექტორული, ნაღველმდენი და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება თირკმლის უჯრედებზე, აუმჯობესებს ნივთიერებათა მიმოცვლის პროცესებს ღვიძლში.

ნაკრებში შემავალი იმუნომოდულატორი ბალახები, მდიდარი ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი მიკროელემენტებით (მათ შორის, სელენით), არეგულირებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებს და აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ძალებს. ნაკრების ზოგიერთი მცენარე შეიცავს კრემნიუმს – ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტია. და, რა თქმა უნდა, მისი განსაკუთრებული ფასი იმაში მდგომარეობს, რომ მას სამკურნალო გავლენა აქვს ყველა ორგანოსა და სისტემაზე.

როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ეს ნაკრები ეფექტურია სხვადასხვა ეტიოლოგიის ჰეპატიტის დროს.

სამკურნალო მალამო და ბალზამი

მნიშვნელოვან ადგილს ლუბოვ სალიის პრაქტიკაში იკავებს მალამოები. მათ ამზადებენ ბალახებით მკურნალობის მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე, მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებით. მალამოები მხოლოდ ბუნებრივ კომპონენტებს შეიცავს – ძლიერმოქმედი სამკურნალო მცენარეების ნახადებს, მეფუტკრეობის პროდუქტებს და სხვ.

მალამოებს მკვეთრი ბაქტერიციდული, ანტისეპტიკური, ანტივირუსული და ანტიფუნგალური ეფექტები, ასევე, ანთებისსაწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, აღმდგენი და სხვა თვისებები.

აი, ფიტომალამოების რამდენიმე რეცეპტი, რომელთა მომზადებაც საშინაო პირობებში შეგიძლიათ:

ცალკეულ ჭურჭლებში, ორთქლის აბაზანაზე დადგით ცხვრის ქონი, გუმფისი და ფუტკრის ცვილი, თხევადი მასის წარმოქმნამდე. ერთ ჭურჭელში ჩაასხით 0.5 ჭიქა თითოეული კომპონენტი, დაუმატეთ 2 ს.კ. სპირტი, 2 ს.კ. არყის ფისი და 1 ს.კ. ალუმოკალიუმის ნამწვი. მოურიეთ ერთგვაროვან მასამდე.

ასეთ ბალზამს იყენებენ ნაწიბურების, სველი ეკზემის, ტროფიკული წყლულების, სირსველისა და სხვ. სამკურნალოდ. ანალოგიური მოქმედება აქვს კიდევ ერთ მალამოს:

აიღეთ 50 გ ვაზელინი, ლანოლინი, გუმფისი, პროპოლისი, ცვილი და დიასახლისის საპონი. აადუღეთ მასა ორთქლის აბაზანაზე, ერთგვაროვან მასამდე. გააგრილეთ და გამოიყენეთ დანიშნულებისამებრ.

ლუბოვ სალიიმ შიმუშავა უნიკალური მრავალკომპონენტიანი მალამოც. იგი შესანიშნავად მოქმედებს ძველი და ცუდად შეხორცებადი ჭრილობების შესახორცებლად, ქვედა კიდურების თითების ან მისი ნაწილის ამპუტაციის შემდეგ (განსაკუთრებით, შაქრიანი დიაბეტის დროს). და, თუ ტრადიციული მკურნალობა ასეთ შემთხვევებში 4-5 თვე გრძელდება, მალამოს გამოყენებისას, იგი 2-3-ჯერ მცირდება!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს