წყალმანკთან და შინაგან შეშუპებებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ სელის თესლი.

248
ფოტო: Sanjay Acharya on wikipedia & George Hodan on publicdomainpictures / edited by paparazzi.ge

ჩემს ქმარს მუცლის წყალმანკი და პროსტატის ადენომა აქვს. მინდა სპეციალისტის რჩევა მივიღო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოიშოროს ჭარბი სითხე ორგანიზმიდან. პატივისცემით, გ.ა.

წერილს პასუხობს ექიმი-ფიტოთერაპევტი ვიჩესლავ ვარნავსკი:

მუცლის წყალმანკი (ასციტი) – სითხის რაოდენობის მომატება მუცლის ღრუში. წყალმანკი შინაგანი ორგანოების დაავადებების სიმპტომია. ხშირად, იგი თავს იჩენს გულ-სისხლძარღვთა, ღვიძლისა და თირკმლების დაავადებების დროს.

შეშუპების ანუ წყალმანკის მკურნალობას დიდი სიფრთხილით უნდა მიუდგეთ, მისი გამომწვევი ძირითადი დაავადებით დაწყებული. წყალმანკთან და შინაგან შეშუპებებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ სელის თესლი: 1 ს.კ. თესლს დაასხით 0.75 ლ წყალი, აადუღეთ და ხარშეთ კიდევ 40 წუთით ორთქლის აბაზანაზე. დააყენეთ 3 საათით. მიიღეთ 0.5 ჭიქა დღეში ხუთჯერ, თბილ მდგომარეობაში. მკურნალობის კურსი 3 კვირა უნდა გაგრძელდეს.

ორგანიზმიდან სითხის გამოდევნაში დაგეხმარებათ ასეთი სამკურნალო ნაყენი: შეურიეთ თანაბარი რაოდენობის მრავალძარღვას ფოთლების, ორსახლა ჭინჭრისა და დათვის კენკრას, კრაზანის ბალახის ფხვნილები და ასკილისა და კუნელის ნაყოფები.

2 ს.კ. ნარევს დაასხით 0.5 ლ ცივი წყალი და დააყენეთ მთელი ღამით. დილით აადუღეთ, ხარშეთ 40 წუთით ორთქლის აბაზანაზე. მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ.

ძალიან კარგი სამკურნალო ეფექტი აქვს ოხრახუშსაც: აიღეთ 0.5 კგ ფესვები, დაასხით 1 ლ რძე. შედგით ღუმელში დაბალ ტემპერატურაზე, რძის საწყისი მოცულობის განახევრებამდე. დალიეთ 1/4 ჭიქა ყოველ საათში.

ორგანიზმიდან სითხის გამოდევნაში დაგეხმარებათ ჩვეულებრივი აბზინდისა და აგავის ფოთლების სამკურნალო ნაყენიც, თუ მას თანაბარი რაოდენობით შეურევთ, შემდეგ 1 ს.კ. ნარევს დაასხამთ 0.5 ლ მდუღარე წყალს და დააყენებთ 2 საათით. მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამის წინ.

ცნობილი ძველებური საშუალება – პირშუშხას ფაფის ნარევი ლიმონის წვენთან ერთად. მას აქვს ძლიერი შარდმდენი ეფექტი და კარგად ხსნის შეშუპებას.

მკურნალობის ეფექტი გაძლიერდება, თუ ლიმონის წვენის მიღებას დაუმატებთ ხახვის წვენსაც უზმოზე, 3 ს.კ. ოდენობით: საღამოს დააყარეთ ხახვის თხელ ნაჭრებს შაქარი, ხოლო დილით დაწურეთ წვენი და მაშინვე დალიეთ.

მკურნალობის ეფექტს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ხილ-ბოსტნეულის დიეტა. 2 თვის განმავლობაში, რაციონში რეგულარულად უნდა გქონდეთ სხვადასხვა სახეობის უმი კომბოსტო, ბადრიჯანი, კანიანი ლიმონი, ძირთეთრა, ვაშლი. ასევე, რეგულარულად დალიეთ წყალნაწყენისა და ასკილის ნაყოფის ჩაი.

გახსოვდეთ თვითმკურნალობის დაწყებამდე მიზანშეწონია ექიმთან კონსულტაცია. თუ ჩვენს მიერ მოწოდებული სტატია მოგეწონათ გთხოვთ მოიწონეთ და გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს