სამკურნალო ნედლეულად გამოიყენებენ თხილის ფოთლებს, ქერქსა და თავად ნაყოფსაც. ფოთლების ნახარში და ნაყენი რეკომენდებულია პროსტატის ადენომის სამკურნალოდ, შარდგამოყოფის გასაძლიერებლად. ქერქი გამოიყენება გარეგანად, მალამოების სახით, ანთებითი ვარიკოზული ვენებისა და ტროფიკული წყლულების სამკურნალოდ.
ტყის თხილის ყველაზე ცნობილ სამკურნალო თვისებად ძველი დროიდან ითვლება მისი უნარი, დაარეგულიროს სისხლის შემადგენლობა და გააუმჯობესოს სისხძლძარღვების ელასტიურობა.
თხილის ნაყოფი განსაკუთრებით სასარგებლოა დასუსტებული ავადმყოფებისა და ხანში შესული ადამიანებისთვის, როგორც ნატურალური საშუალება ორგანიზმიდან ჭარბი ქოლესტერინის გამოდევნისა და ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებისთვის.
თხილის გამოყენება პროსტატიტის სამკურნალოდ, პირველ რიგში, მიმართულია მამაკაცის ორგანიზმში ანთებითი პროცესების ჩაცხრობისა და სისხლძარღვოვანი სისტემის ფუნქციის დარეგულირებისაკენ. ამას მნიშვნელოვნად განაპირობებს ეთერზეთები, რომლებსაც თხილის ფოთლები და მერქანი შეიცავს. აღნიშნული საშუალებით მკურნალობის ხანგრძლივობა განსხვავდება ავადმყოფის მდგომარეობისა და თავად დაავადების მიმდინარეობის მიხედვით.
ნაყენი:
- 2 ს.კ. დაქუცმაცებულ ფოთლებსა და მერქანს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 2 საათით, თბილად შეხვეული. გადაწურეთ და დალიეთ 0.5 ჭიქა დღეში ოთხჯერ, ჭამის წინ, პროსტატისა და თირკმლების ანთების, ბუასილის, დაქვეითებული პერისტალტიკის დროს. მკურნალობის კურსი მდგომარეობის გაუმჯობესებამდე უნდა გააგრძელოთ.
- 1 ს.კ. მერქანს დაასხით 2 ჭიქ მდუღარე წყალი, გაათბეთ მდუღარე წყლის თავზე 10 წუთით, გადაწურეთ, ნედლეული დაწურეთ, ნაყენი საწყის მოცულობამდე გაზარდეთ გამთბარი გადადუღებული წყლით. მიიღეთ ზემოხსენებული დაავადებების დროს (0.5 ჭიქა დღეში ოთხჯერ, ჭამის წინ).
- ასევე, პროსტატიტის სამკურნალოდ ხალხში შემდეგი რეცეპტი გამოიყენება: შეურიეთ 2-2 წილი თხილისა და არყის ფოთლები და 1 წილი მინდვრის შვრიტა. 4 ს.კ. ნარევს დაასხით 3 ჭიქა წყალი, ადუღეთ 5 წუთით, დააყენეთ თბილ ადგილას 2 საათით. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ 0.5 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამის წინ. მკურნალობის კურსი არანაკლებ 1 თვე უნდა გაგრძელდეს.
პროსტატიტის თხილით მკურნალობა ძალიან ფრთხილ და პროფესიონალურ მიდგომას მოითხოვს. აღნიშნული მცენარის პროსტატის სამკურნალოდ გამოყენებისას, უნდა გაითვალისწინოთ, რომ იგი ზრდის წნევას და დოზის გადამატებას ალერგიული რეაქციების გამოწვევაც შეუძლია. ამიტომაც, გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.