ოროვანდი – ჩვენებური ჟენშენი თქვენი ორგანიზმის დასაცავად

1
5093
ფოტო: Capri23auto on Pixabay

ამ მცენარის ნებისმიერი ნაწილი სამკურნალოა: ფესვი, თესლი, ფოთლები. ფესვსა და თესლს ამზადებენ ზაფხულის ბოლოს და შემოდგომაზე. ჩვენ მოგიყვებით მათ სასარგებლო თვისებებსა და გამოყენების გზებზე.

პირველ რიგში, ვისაუბრებთ ოროვანდის ფოთლებზე, კერძოდ კი იმაზე, თუ როგორ შეიძლება მათგან მთელი წლის სამყოფი სამკურნალო წვენის მომზადება. ეს ხომ გასაოცარი სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებაა, რომელსაც უზარმაზარი  კვებითი ღირებულება აქვს.

ოროვანდის ფოთლების წვენს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება აქვს, გამოდევნის მარილს, გვეხმარება სხვადასხვა დაავადების, კერძოდ, კისტებისა და მიომების წინააღმდეგ ბრძოლაში. იგი აჯანსაღებს ღვიძლს, კუჭქვეშა ჯირკვალს, კუჭსა და შარდგამომყოფ სისტემას.

გარეცხილი და ცოტათი შემშრალი ფოთლები დაამუშავეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მასა დაწურეთ მარლაში და მიიღეთ შემდეგი სქემით: პირველი ორი დღე – 1 ჩ.კ. დღეში ორჯერ; მესამე და მეოთხე დღეს – 1 ჩ.კ. დღეში სამჯერ; მომდევნო დღეებში – 1 ს.კ. დღეში სამჯერ. შემდეგ გაიკეთეთ ულტრაბგერითი გამოკვლევა და, აუცილებლობისამებრ, კურსი გაიმეორეთ.

ოროვანდის წვენი გამოიყენება ღვიძლის დაავადებების დროსაც. წვენი უნდა დალიოთ ჭამამდე სულ 1 ს.კ. მკურნალობის კურსის მსვლელობისას უნდა დალიოთ 1 ლ წვენი, მიღებებს შორის ერთკვირიანი შესვენებებით. გარდა ამისა, რეკომენდებულია ამ წვენის დალევა შარდკენჭოვანი დაავადებების დროსაც – 0.5 ჩ.კ. დღეში სამჯერ. მკურნალობის კურსი 30 დღეს მოიცავს.

ყურადღებას იმსახურევს ამ წვენის გამოყენება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ისეთი დაავადებების დროს, როგორებიცაა გასტრიტი, პანკრეატიტი, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული. ლორწოვანი გარსის დაცვის ხარჯზე, ოროვანდის წვენი არეგულირებს კუჭის ფუნქციას, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას. მკურნალობის კურსის თვენახევრიან პერიოდში, რეკომენდებულია 0.5 ს.კ. მასის დღეში სამჯერ მიღება. ოროვანდის წვენის სამკურნალო ეფექტი გამოიყენება გინეკოლოგიაში, საშვილოსნოს მიომის, საკვერცხეების კისტისა და სარძევე ჯირკვლის სამკურნალოდ.

თუმცა, ოროვანდის ფოთლებისა და ფესვების ყველაზე გასაოცარ თვისებად მიიჩნევა მისი გავლენა ორგანიზმზე ონკოლოგიის დროს. როგორც ბოლო კვლევებმა აჩვენა, მას შესამჩნევი ციტოსტატიკური ეფექტი აქვს, რომელიც ანელებს ავთვისებიანი სიმსივნის ზრდას ორგანიზმში. კონცენტრირებული წვენის შემადგენლობაში აღმოჩენილია კრისტალისებრი ნივთიერება, რომელიც არამხოლოდ ხელს უშლის ახალი ახალწარმონაქმნის გაჩენას, არამედ აპროგრამებს მას განადგურებისთვის.

ოროვანდის წვენი აქტიურად გამოიყენება გარეგანად, კანის დაზიანებების (ჩირქოვანი ჭრილობები, ჭინჭრის ციება, დამწვრობა, ეკზემა ან მწერების ნაკბენი) სამკურნალოდ. ბამბის ტამპონი უნდა გაჟღინთოთ წვენით და დაიდოთ დაზიანებულ მონაკვეთზე.

თმისცვენის შემცირებასა და ნაადრევი ჭაღარის გაჩენის პროფილაქტიკაში დაგეხმარებათ ოროვანდის წვენის შეზელა თავის კანში. ასეთი პროცედურის რეგულარულად შესრულებით, ქერტლსაც მოიშორებთ.

ძალიან სასარგებლოა ოროვანდის წვენის დალევა მაის-ივნისში. მათ, ვისაც გარკვეული სახის პათოლოგიები აქვთ, პროფილაქტიკური მიზნით უნდა დალიონ ჭამამდე 1 ს.კ. სითხე. მიიღეთ 1 კვირის განმავლობაში, შემდეგ ამდენივე ხნით შეისვენეთ და გაიმეორეთ.

ზამთარში წვენს “აკონსერვებენ”, ამზადებენ ე.წ. ოროვანდის ნაყენს. ამისთვის ურევენ 100 მლ სამედიცინო სპირტს, 500 მლ ცაცხვის თაფლს, 500 მლ ოროვანდის ახალდაწურულ წვენს. ნაყენი ინახება მაცივარში არაუმეტეს ორი წლით.

1 კომენტარი

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი