ცნობილია ფრაზა, რომ ქალის საუკეთესო აქსესუარი მისი თმაა. ეს კაცებსაც ეხებათ. თუმცა ეს „აქსესუარი“ მდიდრული და გამძლე რომ იყოს, მასზე სათანადოდ უნდა იზრუნოთ. თმას ჟანგბადი აუცილებლად სჭირდება. სწორედ ამიტომ, ჩვენი ბებიების გამოცდილება გამოიყენეთ. ისინი თვლიდნენ, რომ ყოველდღე თმა დაახლოებით 200-ჯერ უნდა დაივარცხნოთ და ჰაერით გაამდიდროთ. ღამით ამ პროცედურების გაკეთება აუცილებელია. როგორც ნებისმიერ ცოცხალ არსებას, თმას წყალი სჭირდება: წყალი მას ჭუჭყს აშორებს და კვებით უზრუნველყოფს.
თავის დაბანის წინ თმის გამოკვება ძალიან მნიშვნელოვანია. ნორმალური თმისთვის ასეთი ნიღაბი გამოდგება: შავი პურის ნაჭერი წყალში ჩაალბეთ ისე, რომ სქელი მასა მიიღოთ, შემდეგ ნედლი კვერცხის გული და 20-30 წვეთი აბუსალათინის ზეთი დაუმატეთ. კიდევ ერთხელ აურიეთ და თავის კანზე წაისვით. 2 საათით გაიჩერეთ.
მშრალი თმისთვის პურის ნაცვლად 2-3 ს/კ ხახვის წვენი აიღეთ და 2 ს/კ არაყი და 1 ს/კ აბუსალათინის ზეთი აურიეთ. ან შეგიძლიათ 1 კვერცხის გულის, 1 ს/კ თაფლის და 1 ს/კ კონიაკის ნარევი გამოიყენოთ.
თუ ცხიმიანი თმა გაქვთ, ნიღაბი 2 კვერცხის გულისა და 2 ს/კ თაფლის ნარევისგან მოამზადეთ. ნიღაბი შეგიძლიათ რამდენიმე საათით გაიჩეროთ. ასევე რეკომენდებულია, რომ თავის დაბანამდე 2-3 საათით ადრე კანში ალოეს წვენი შეიზილოთ.
თავი რამდენად ხშირად უნდა დაიბანოთ, ეს ინდივიდუალურია და თავად უნდა გადაწყვიტოთ. თუმცა ყოველდღე დაბანა არ ღირს, ასე თავის კანზე სასარგებლო მიკროფლორა გაჩერებას ვერ მოასწრებს, კანი გამოშრება, რაც ასევე არანორმალურია. თავის დაბანა ონკანის წყლით არ ღირს: მასში ბევრი ქლორია.
თავზე ბალახების ნახარშის გადავლება ძალიან სასურველია. ცხიმიანი თმისთვის შეგიძლიათ ასეთი სავლები მოამზადოთ: 5 ს/კ მრავალძარღვას (ან ფარსმანდუკი) ფოთლებს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით და ნახევარი საათით გააჩერეთ. ასევე შეგიძლიათ ოროვანდის ფესვები, არყის კვირტები, მუხის ქერქი, სალბი, ვირისტერფა მოხარშოთ.
მშრალი თმისთვის პიტნის ან ცაცხვის ყვავილების ნაყენის (2 ს/კ მასალა 1 ჭია მდუღარე წყალზე, 30-40 წუთით დააყენეთ) გადავლება სასარგებლოა. ნახარშებს ვაშლის ძმრით ამჟავებენ.
თუ თმა გცვივათ, კოთხუჯის ნაყენი მოამზადეთ. ამისთვის 1 ს/კ ფესვებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 30-40 წუთით თერმოსში დააყენეთ. კანში კვირაში 2-3-ჯერ შეიზილეთ და შეიფუთეთ.
თუ ბლომად თმა გცვივათ, ხალხში წითელი წიწაკის ნაყენს ნამდვილად ეფექტურად მიიჩნევენ: 1 ნაწილ ნედლს 10 ნაწილი 70%-იანი სპირტი დაასხით, 6-7 დღე დააყენეთ და გადაწურეთ. შემდეგ 1 ნაწილი ნაყენი 10 ნაწილ მდუღარე წყალში გახსენით და თავის კანზე კვირაში 2-3-ჯერ შეიზილეთ, სჯობს ღამით. ერთ პროცედურაზე დაახლოებით 50 მლ საშუალება გამოიყენეთ. ის ძალიან გაზავებულია, მაგრამ ნაყენი თავის კანში სისხლის ნაკადს გაზრდის და ამით კვებას გააძლიერებს, შედეგად თმის ძირები უფრო ძლიერი გახდება. საშუალება გამელოტების დროსაც გამოიყენეთ.
ნატუროპათები ჯანსაღი ცხოვრების წესის (სუფთა ჰაერი, სპორტი და მშვიდი ნერვები) და დაბალანსებული დიეტის დაცვას გირჩევენ, რაც ვარცხნილობის სილამაზესა და ბზინვარებაზე დადებით გავლენას მოახდენს. უპირატესობა ნატურალურ საკვებს მიანიჭეთ, რომელიც დანამატებს და კონსერვანტებს არ შეიცავს. სასარგებლოა თევზი, კვერცხის გული, რძის და ზღვის პროდუქტები, მთელი მარცვლეული, გაღვივებული ხორბალი, სელის და ნებისმიერი სხვა ზეთი, თევზის ქონი, ვაშლის ძმარი, კომბოსტო და სხვა ბოსტნეული და ხილი, განსაკუთრებით მწვანე და ნარინჯისფერი ყვავილები (კერძოდ ნიორი, ხახვი, სტაფილო).
რაც კიდევ უფრო საინტერესოა, თმის ზრდის დასაჩქარებლად შეგიძლიათ აკუპუნქტურა გამოიყენოთ. ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე ზემოქმედებით მკვებავი ნივთიერებების და ჟანგბადის თმაში მიწოდებას გაზრდით. ერთი ხელის თითები მეორე ხელის თითებს დაადეთ და რამდენიმე წუთის განმავლობაში (დღეში 2-ჯერ) ერთმანეთზე გაახახუნეთ. ამის გაკეთებას ნებისმიერ ადგილას და დროს შეძლებთ: ტელევიზორის წინ, ტრანსპორტში და ა.შ. სასარგებლოა მითითებულ წერტილებზე 1-2 წუთით ზეწოლა მოახდინოთ.