კაკლის სარგებლის შესახებ ყველას სმენია, მაგრამ მისი ნაჭუჭის ან მწვანე ქერქის სარგებლობის შესახებ იცოდით? ერთი შეხედვით კაკლის უსარგებლო ნაწილს კაცობრიობა უძველესი დროიდან სამკურნალო ნაყენებსა და სიროფებში იყენებს. სანაგვე ყუთში ნაჭუჭის გადაგდება ნიშნავს, რომ პოტენციურ სარგებელზე უარი თქვით!
„პაპარაცი“ გასწავლით, თუ როგორ მოამზადოთ კაკლის ნაჭუჭის ნაყენი. სამკურნალო ნაყენი გულისა და სისხლძარღვების პრობლემებს მოგაშორებთ, სურდოს ებრძვის და ძილს უფრო ჯანსაღს ხდის.
ნიგვზის ნაჭუჭი
ჰიპერტონიის დროს კაკლის მყარი ნაჭუჭის ნაყენი ნამდვილი მხსნელი გახდება, რადგან ის წნევას არეგულირებს და სისხლძარღვებს წმენდს. სახლის პირობებში ასეთი ნაყენის მომზადება სირთულეს არ წარმოადგენს.
ინგრედიენტები:
- 15 კაკალი (საჭიროა სწორედ ნაჭუჭი, ბირთვის გარეშე)
- 0,5 ლ არაყი
მომზადება:
1. ნაჭუჭი კარგად გაწმინდეთ, გარეცხეთ და გააშრეთ.
2. გაწმენდილი ნაჭუჭები მინის ჭურჭელში (ჩვეულებრივი ბოთლი გამოდგება) მოათავსეთ და არაყი დაასხით.
3. ჭურჭელს თავზე კაპრონის თავსახური დააფარეთ და მშრალ, ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე 14 დღით გააჩერეთ.
4. ნაყენი მზადაა. შეგიძლიათ 1-2 ს/კ ნაყენი დილით, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიოთ. ნარევი სისხლძარღვებს გაწმენდს, ასევე სასუნთქი გზების მკურნალობაში დაგეხმარებათ. შეგიძლიათ ჰიპერტონიის დროს პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენოთ.
ყალმუხეთში ნიგვზის ნაჭუჭისგან უძილობის საწინააღმდეგო, მოსადუნებელ და დამამშვიდებელ ნაყენს უძველესი დროიდან ამზადებდნენ. ამისთვის სუფთა, ნიგვზის ნაჭუჭს რძეში 30-40 წუთით ხარშავდნენ. ნახევარი ჭიქა ასეთი „წამალი“ ძილის წინ მშვიდ ძილს მოგიტანთ.
წყალზე მომზადებული ნიგვზის ნაჭუჭის ნახარში პრობლემური კანისთვის გამოიყენება. საკმარისია, რომ ნაჭუჭი წყალში მოათავსოთ და ადუღებამდე მიიყვანოთ. ჯერ კიდევ ცხელი ნახარშით კანის პრობლემური ნაწილი გაიწმინდეთ და დაიბანეთ.
ნიგვზის მწვანე ქერქი უფრო მეტ სარგებელს შეიცავს. ნიგვზის ქერქი კუჭის პრობლემების და სურდოს დაავადების დროს დაგეხმარებათ. მისგან სამკურნალო ლიქიორსაც ამზადებენ.
დროა მწვანე ნიგოზი შეაგროვოთ და მისგან სამკურნალო ნაყენები მოამზადოთ. ჩვენ სურდოს საწინააღმდეგო სამკურნალო ნაყენს გთავაზობთ.
ინგრედიენტები:
- 0,5 ლ მწვანე ნიგვზის ქერქი
- 0,3 ლ ახალი თაფლი
მომზადება:
- ლიტრიან ქილაში სუფთა, მწვანე ქერქი (ნიგვზის გარეშე) მოათავსეთ.
- თაფლი დაასხით და კაპრონის თავსახური მჭიდროდ დაახურეთ.
- ბნელ ადგილას დააყენეთ. რამდენიმე კვირაში ნაყენი მზად იქნება.
1 ჩ/კ ასეთი ნაყენი ცხელ ჩაისთან ერთად სურდოს პრობლემას გაუმკლავდება. ნიგოზი მაქსიმალურად გამოიყენეთ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.