კარდიოლოგები გვირჩევენ ბერძნული კაკლის ზეთის მოხმარებას გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს

0
393
ფოტო: torange

ბერძნული კაკლის ზეთი მიიღება კაკლის სპეციალური სახეობისგან. დაწურვამდე, თხილი განსაკუთრებულ პირობებში ინახება. მას ცივი დაწურვის მეთოდით იღებენ.

თავისი კვებითი ღირებულებით, კაკლის ზეთი ზეითუნისას სჯობს. იგი გამოიყენება სალათების შესაზავებლად და უმი ხორცის დასაზელად, დამარილებამდე.

ზეთის შემადგენლობაშია 80-ზე მეტი ელემენტი, რომლებიც ადამიანს ყოველდღიურად ესაჭიროება, მათ შორის, პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები – F, D, K, E, C, P, PP ვიტამინები, კაროტინოიდები, B ჯგუფის ვიტამინები; მაკრო- და მიკროელემენტები (თუთია, თაფლი, იოდი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, ფოსფორი, კობალტი, სელენი); ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, კოენზიმ Q10.

აღმოსავლელი ბრძენები ამბობდნენ: თხილის ნაყოფი – ესაა ტვინი, ხოლო მისგან დაწურული ზეთი – გონება, და კითხვაზე, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ დასაჭკვიანებლად, პასუხი იყო ბერძნული კაკლის ნაყოფის ზეთის მიღება.

ხოლო სლავი ხალხი ბერძნულ კაკალსა და მის ზეთს “ტვინის დღესასწაულს” უწოდებდა. ეგვიპტეში, ფარაონების დროს, ქურუმები უკრძალავდნენ უბრალო ადამიანებს კაკლისა და მისი ზეთის მოხმარებას, ეშინოდათ მათი გონებრივი და ფიზიკური განვითარებისა.

კარდიოლოგები გვირჩევენ ბერძნული კაკლის ზეთის მოხმარებას გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს (დიდი რაოდენობით F ვიტამინი ამცირებს მავნე ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლის მის შეწოვას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და არეგულირებს “კარგი” ქოლესტერინის დონეს. სწორედ ეს გვიცავს ინფარქტისა და ინსულტებისგან).

გარდა ამისა, ზეთს სამკურნალო თვისებები აქვს, არბილებს მშრალ, გაუხეშებულ კანს, აჩქარებს იმ ჭრილობების, ნახეთქებისა და წყლულების შეხორცებას, რომლების დიდხანს არ ხორცდება, ეფექტურია ფსორიაზის, ეკზემის, ფურუნკულოზის, ვენების ვარიკოზული გაგანიერების, ორგანიზმის ტონუსისა და იმუნიტეტის ქრონიკული დაქვეითების დროს.

საშუალება ეფექტურია ქრონიკული ჰეპატიტის, კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობის, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის, ყაბზობის, ჭია-პარაზიტების დროს.

პროფილაქტიკის მიზნით მოხმარება:

ზრდასრულებმა დღეში 2-3-ჯერ უნდა მიიღონ 1 ჩ.კ. ზეთი, ჭამამდე 30 წუთით ადრე, არაფერი დააყოლონ;

1 წლამდე ბავშვებს თითო წვეთი უნდა მისცეთ თვეში ერთხელ; 1-3 წლის ბავშვებს კი – 3-5 წვეთი, 3-6 წლისა – 5-10 წვეთი; 6-10 წლის – 1 ყავის კოვზი, 10-14 წელი – 1 ჩ.კ. დღეში ერთხელ, დილით, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობა უნდა შეუთანხმოთ ექიმს.

ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზისა და ტუბერკულოზის დროს, ბერძნული კაკლის ზეთის მიღება რეკომენდებულია თაფლთან ერთად. მიიღეთ ძილის წინ, 1 დ.კ. (ვახშმიდან არაუადრეს 2 საათის შემდეგ).

საშუალება გაწმენდს ღვიძლსა და სანაღვლე გზებს. შემცირებული მჟავიანობისას, მიირთვით ლიმონთან ერთად.

უკუჩვენებები: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების გამწვავება, კუჭის წვენის მჟავიანობის შემცირება, სხეულის მაღალი ტემპერატურა, ღებინება, გულისრევა, მოწამლვა. არ დააყოლოთ წყალი!

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი