ბოსტნეული ნაოჭების წინააღმდეგ

0
197
ფოტო:congerdesign on Pixabay

ბევრი ადამიანი ოცნებობს მკვრივ კანზე, მბზინავ თმებსა და ჯანმრთელ ფრჩხილებზე. გარეგნობის გასაუმჯობესებლად, საჭიროა იმ პროდუქტების მოხმარება, რომლებიც შესაფერის ნივთიერებებს შეიცავს.

ნაოჭებისგან ბუნებრივ დაცვას უზრუნველყოფს კაკაო, მდიდარი სპილენძითა და თეობრომინით. ისეთი ბოსტნეული, როგორებიცაა კიტრი, ბოლოკი და კარტოფილი – იმ მჟავების მშთანთქავებია, რომლებიც კანის ნაადრევად დაბერებას იწვევს.

გარდა ამისა, საკვები პროდუქტების გერმანელი ექსპერტების მონაცემებით, ზოგიერთი ვიტამინი კანზე ბალზამის მსგავსად მოქმედებს. მაგალითად, C და E ვიტამინები შეიცავს განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ამცირებს ე.წ. თავისუფალი რადიკალების რაოდენობას. მოლეკულების ეს ნაწილაკები ორგანიზმში სიცხის, მოწევის ან სტრესის შედეგად ჩნდება და, ძალიან მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში, ნაოჭების გაჩენას იწვევს. დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს კივი, ასკილი, წითელი წიწაკა, ციტრუსი, შავი მოცხარი, ხახვი, პომიდორი, ფოთლოვანი ბოსტნეული (სალათის ფოთლები, თეთრთავა კომბოსტო, ბროკოლი, ბრუსელის და ყვავილოვანი კომბოსტოები), ღვიძლი, თირკმლები, კარტოფილი.

E ვიტამინი შედის ფოთლოვანი ბოსტნეულის, მარცვლეულის, ქატოს, მცენარეული ზეთების, ფქვილის, ჭვავის პურის, მოხარშული კვერცხის, ყველის, უმი რძის, კარაქის, მწვანე ბარდის, ლობიოს, სტაფილოსა და კარტოფილის შემადგენლობაში.

ორგანიზმის საკმარისი რაოდენობით A ვიტამინით შევსება აუცილებელია ელასტიური და მკვრივი კანისთვის. სწორედ ამიტომ, თქვენს რაციონში რეგულარულად უნდა შედიოდეს მწვანე და ყვითელი ბოსტნეული (სტაფილო, გოგრა, ტკბილი წიწაკა, ისპანახი, ბროკოლი, მწვანე ხახვი, ოხრახუში), პარკოსნები (სოიო, ბარდა), გარგარი, ვაშლი, ყურძენი, საზამთრო, ნესვი, ასკილი, ქაცვი, ალუბალი, ღვიძლი, კარაქი, კვერცხის გულები, ნაღები, რძე.

ბუნებას ლამაზი ფიგურისთვისაც აქვს შემოთავაზება: მწარე ნივთიერებები, რომლებსაც სალათისა და სალათისებრი ვარდკაჭაჭას ზოგიერთი სახეობა შეიცავს, აქვეითებს მადას. დაფნისა და ვარდკაჭაჭას ფოთლები კი შეიცავს ელემენტებს, რომლებიც სასარგებლოა საჭმლის სწრაფი და უწყვეტი მონელებისთვის.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი