კომბოსტოს ,,ელექტროფორეზი“ მრავალი დაავადების წინააღმდეგ

0
1143
ფოტო: Coyau / Wikimedia Commons

ძველი დროიდან, კომბოსტო მრავალი დაავადების წინააღმდეგ გამოიყენებოდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მოქმედი და უსაფრთხო ბუნებრივი საშუალება, უმეტესად, კომპრესების სახით.

არტერიულმა წნევამ მოიმატა და ტავი აგტკივდათ? გაიკეთეთ ასეთი კომბოსტოს ელექტროფორეზი: დაიდეთ კომბოსტოს ფოთლის ნახევარი ნაჭრები შუბლსა და კეფაზე.

მუხლი აგტკივდათ? – შეიხვიეთ კომბოსტოთი.

ბევრი იმუშავეთ ან კუნთები ორპირმა ქარმა დაგიჭიმათ? – კომბოსტო აქაც დაგეხმარებათ.

სარძევე ჯირკვალი გაწუხებთ? – ისევ კომბოსტოს უნდა მიმართოთ.

კარგი ისაა, რომ ეს გასაოცარი მკურნალი ბოსტნეული მთელი წლის განმავლობაში ხელმისაწვდომია. თუმცა, ყველამ არ იცის, როგორ უნდა მოამზადოს კომბოსტოს ფოთლები კომპრესისთვის. იგი ეფექტური რომ იყოს: ფოთოლს მოაჭერით უხეში და მყარი ნაწილები, ოდნავ დაჭმუჭნეთ და გააბრტყელეთ ცომის საბრტყელებლით. კომბოსტო წვენს გამოუშვებს, ხოლო ფოთოლი – დარბილდება. დაახვიეთ ფოთოლი მილისებრად და ფრთხილად, რომ არ გახიოთ, ხელის გულებით ატრიალეთ, დარბილებამდე. ასეთივე შედეგს მიიღებთ, თუ ფოთოლს ნახევარი წუთით მოათავსეთ მდუღარე წყალში.

ახლა წაუსვით დარბილებულ ფოთოლს თაფლი ან მცენარეული ზეთი და დაიდეთ მტკივან ადგილას.

თაფლი აძლიერებს კომბოსტოს სამკურნალო, გამწოვ თდა ჩქარებს გამოჯანმრთელებას. თანაც, ასეთი პროცედურა დროს არ დაგაკარგვინებთ, რადგან კომპრესი შეგიძლიათ ღამით გაიკეთოთ, ხოლო დილით ტკივილი სულ გადაგავიწყდებათ. რა თქმა უნდა, თუ სიმპტომები არ გაქრება, ექიმს უნდა მიმართოთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი