„მინდა გავიგოთ, თუ რით არის სასარგებლო საზამთროს თესლი. პატივისცემით, ა.ჰ.“
წერილს ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ლიუბოვ დუდჩენკო პასუხობს.
საზამთროს თესლი თავისი მოქმედებით გოგრის თესლს ძალიან ჰგავს. მას ანტიჰელმინთური(ჭიების საწინააღმდეგო) საშუალების სახით, ასევე ცხელების დროს იყენებენ.
ხმელი თესლი კანიანად დანაყეთ ან ყავის საფქვავში დაფქვით. 1:2 პროპორციით წყალს აურიეთ, 2 საათით ორთქლზე გააჩერეთ, მაგრამ ადუღებამდე არ მიიყვანოთ. უზმოზე, ჭამამდე 20 წუთით ადრე მიიღეთ. 2 საათის შემდეგ საფაღარათო საშუალება მიიღეთ, შემდეგ ოყნა გაიკეთეთ და მხოლოდ ამ პროცედურების შემდეგ საკვები მიიღეთ.
როგორც ანტიჰელმინთური საშუალება, 300 გრ დაქუცმაცებული და გასუფთავებული თესლი 50 გრ თაფლს ან ჯემს აურიეთ. ასევე უზმოზე, საწოლში 1 საათის განმავლობაში მიიღეთ. 3 საათის შემდეგ საფაღარათო საშუალება დალიეთ და ოყნა გაიკეთეთ.
ასევე შეგიძლიათ „რძოვანა“ გააკეთოთ: კანიანად დაფქული თესლით ნახარში მოამზადეთ. 150 გრ თესლი 450 მლ წყალზე აიღეთ და წყლის ორთქლზე 1 საათით ხარშეთ. ნახარში დღის განმავლობაში დალიეთ. დღიური დოზა ბავშვებისთვის: 2-4 წელი – 75 მლ, 5-7 წელი – 100 მლ, 8-10 წელი – 150 მლ, 10-15 წელი – 200-250 მლ.