აღარასდროს გადავყრი კაკლის უღელს, ის უამრავი დაავადების მკურნალობაში მეხმარება.

0
8738

კაკლის სასარგებლო თვისებების შესახებ ბევრმა იცის, თუმცა ცოტას თუ აქვს წარმოდგენა, რომ ნამდვილად უნიკალური სამკურნალო თვისებები კაკლის უღელს გააჩნია. უღელი კაკლის შიდა ნაწილია, რომელსაც ჩვეულებრივ კაკლის გატეხვის შემდეგ ნაჭუჭთან ერთად ვყრით.

იოდის დეფიციტის დროს ადამიანი მოთენთილი, სუსტი, გაღიზიანებული ხდება, მას გაზრდილი არტერიული წნევა და ჭარბი ოფლიანობა აწუხებს, მეხსიერება სუსტდება და ხელები უკანკალებს. ჩვეულებრივი, იოდის დეფიციტის დროს ფარისებრი ჯირკვლების მუშაობა ირღვევა, რაც იმუნურ სისტემაზე გავლენას ახდენს და მასტოპათიის, მიომის, წინამდებარე ჯირკვლის ადენომას, სქესობრივი მომწიფების შეფერხებას, ხშირ გაციებას, ფსიქიკურ დარღვევებს და სხვა დაავადებებს იწვევს. იოდის დეფიციტი ყველაზე ხშირად ხანდაზმულებს, ქალებს მშობიარობის შემდეგ და ორსულობის დროს, მუდმივად კომპიუტერთან მომუშავე ადამიანებს აწუხებთ.

იმის გასაგებად, ორგანიზმში საკმარისი რაოდენობის იოდი გაქვთ თუ არა, მარტივი ექსპერიმენტი ჩაატარეთ: ღამით ქუსლებზე სააფთიაქო იოდის ხსნარი წაისვით. თუ დილით იოდი ქუსლზე დარჩება, ორგანიზმში საკმარისი რაოდენობის იოდია, რასაც მისი არააქტიური შეწოვა ამტკიცებს. თუ დილით ქუსლები გაფერმკრთალებული იქნება და იოდის კვალი გამქრალი ან ძლივს შესამჩნევი იქნება, ორგანიზმი იოდით უნდა გამოკვებოთ.

იოდის კარგ წყაროს კი კაკლის უღელი წარმოადგენს. მისგან შეგიძლიათ ნახარში მოამზადოთ: 0,25 ჭიქა უღელი ემალის ქვაბში ჩაყარეთ და 1 ჭიქა ცივი წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და სუსტ ცეცხლზე კიდევ 10 წუთით ხარშეთ, გააგრილეთ და მარლით გაწურეთ. 1 ყლუპი მიღებული ნახარში (კარგად დაყენებული ჩაის ფერი ექნება) დღეში 3-ჯერ ჭამამდე დალიეთ.

კაკლის უღლის ნახარში ძლიერი ბაქტერიოციდული მოქმედება გააჩნია და ფარისებრ ჯირკვლებს კარგად აძლიერებს. საკუთარი თავი გააკონტროლეთ, პერიოდულად (კვირაში ერთხელ) ღამით ქუსლზე იოდი წაისვით. როგორც კი კანი იოდის შეწოვას შეწყვეტს, შეგიძლიათ მკურნალობა დაამთავროთ. ხშირად კურსის ხანგრძლივობა 1-დან 4 კვირამდე მერყეობს.

კაკლის უღლის ნახარშით მკურნალობის შემდეგ განწყობა უმჯობესდება. ადამიანი მშვიდდება, უფრო გაწონასწორებული, ნაკლებად გაღიზიანებული ხდება, ნებისმიერ წვრილმანზე ტირილს წყვეტს, კარგად ძინავს (მაშინაც კი, თუ ადრე უძილობა აწუხებდა), ჭარბი ოფლიანობა ქრება, ნივთიერებათა ცვლა და წონა რეგულირდება.

კაკლის უღელი კონკრეტული პრობლემების მოშორებაშიც დაგეხმარებათ. მაგალითად, ბაქტერიოციდული თვისებების წყალობით შეგიძლიათ კონიუნქტივიტის სამკურნალოდ გამოიყენოთ. ამისთვის კაკლის უღელი ყავის საფქვავში დაფქვით, 0,5 ჭიქა ფხვნილს 1,5 ჭიქა ცივი წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და სუსტ ცეცხლზე კიდევ 15-20 წუთით ხარშეთ, ორად გაკეცილ მარლაში გადაწურეთ. გადაწურვის შემდეგ დაახლოებით 0,5 ჭიქა მუქ ყავისფერ სითხეს მიიღებთ. ამ ნახარში ბამბის ტამპონი დაასველეთ და კონიუნქტივიტის დროს ქუთუთოებზე დაიდეთ. ამავე მეთოდით თვალის სხვა ინფექციური დაავადება შეიძლება განკურნოთ. მკურნალობის კურსი – 1-2 კვირას შეადგენს.

კოლიტის სამკურნალოდ კაკლის უღლის ნაყენს იყენებენ. ამისთვის 2-3 ს/კ უღელს არაყი დაასხით ისე, რომ უღელი სრულად დაიფაროს. 1 კვირა დააყენეთ. 6-10 წვეთი ნაყენი 1 ს/კ წყალში გაზავებული დღეში 3-4-ჯერ დალიეთ. ასე კოლიტს 1-2 თვეში მოიშორებთ.

ისეთი მძიმე დაავადების დროს, როგორიცაა დიაბეტი, ასეთი ნაყენი 5-6 წვეთი 2 ს/კ წყალში გაზავებული დილით, უზმოზე დალიეთ. მკურნალობის კურსი 3 კვირიდან 3 თვემდე. მკურნალობის მაკონტროლებელი პროცესის მაჩვენებელი სისხლის შაქრის დონეა. ამასთან განწყობა გაუმჯობესდება, პირის სიმშრალე გაქრება, ენის წიწკვნა შეწყდება.

„ანტიდიაბეტური“ ნაყენი არა ინსულინ დამოკიდებულ დიაბეტს და პანკრეატიტს სრულად განკურნავს, ინსულინ დამოკიდებული დიაბეტის დროს ინსულინის ინექციების რაოდენობას შემცირებას ხელს შეუწყობს. ეს ნაყენი დიარეის დროს ეფექტურია.

ნაყენების გარდა შეგიძლიათ ასეთი ნახარში გამოიყენოთ: 10 კაკლის ნაჭუჭს და უღელს 2 ჭიქა ცივი წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და ადუღეთ მანამ, სანამ წყალი არ აორთქლდება. 1 ს/კ მზა ნახარში დღეში 3-4-ჯერ მიიღეთ.

ნაწლავებზე პოლიპების დროს რეკომენდებულია ასეთი რეცეპტის გამოყენება: 30 კაკლის უღელს 0,5 ლ არაყი დაასხით და 2 კვირა ბნელ ადგილას დააყენეთ. 1 ს/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ.

თავის ტვინის სისხლძარღვების გასაწმენდად, თავის ტკივილის გასაქრობად და მეხსიერების გასაუმჯობესებლად 1 ჭიქა უღელს 1 ბოთლი არაყი დაასხით და 2 კვირა დააყენეთ. მზა ნაყენი 5-6 წვეთი 1 ს/კ წყალში გაზავებული დღეში 3-ჯერ მიიღეთ. კურსი – 10 დღე, შესვენება 7 დღე შემდეგ კურსი გაიმეორეთ.

1 ს/კ ხმელ უღელს 200 მლ 70%-იანი სპირტი ან ძლიერი არაყი დაასხით, 14 დღე ბნელ ადგილას დააყენეთ, პერიოდულად შეანჯღრიეთ, გადაწურეთ. 1 ჩ/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ ცხელების დროს დალიეთ.

მასტოპათიის და საშვილოსნოს ფიბრომიომის დროს 20-25 კაკლის უღელს 100 მლ 70% სპირტი დაასხით, 7-10 დღე დააყენეთ და 15-20 წვეთი 30-50 მლ მდუღარე წყალში გაზავებული დღეში 3-ჯერ დალიეთ. მკურნალობის კურსი – 2 თვე. 10 დღიანი შესვენების შემდეგ კურსი გაიმეორეთ.

ხალხურ მედიცინაში კაკლის უღლის ნახარში რეკომენდებულია პროსტატის ადენომას, პროსტატიტის, საკვერცხეების კისტის დროს: 2 ს/კ უღელს 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და სუსტ ცეცხლზე 20 წუთით ადუღეთ. 1 საათით დააყენეთ. დღის განმავლობაში სამ მიღებაზე დალიეთ.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, სახსრების, ჰიპერტონიის დაავადებების დროს 0,5 ლიტრი ბოთლის 1/3 უღლით აავსეთ, ბოლომდე არაყი დაასხით და 2-3 კვირა დააყენეთ. გადაწურეთ და 1 ს/კ ნაყენი ჭამამდე დალიეთ.

გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ სამკურნალო საშუალებას, იქნება ეს ფარმაკოლოგიური პრეპარატი თუ წლების მიერ გამოცდილი ხალხური საშუალება, შეიძლება უკუჩვენებების სია ჰქონდეს. სწორედ ამიტომ, სანამ მკურნალობას დაიწყებთ, სპეციალისტთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ.

დროული და სწორი დიაგნოზის დასმა, ასევე ადეკვატური მკურნალობა ნებისმიერი დაავადების წინააღმდეგ წარმატების გარანტიაა.

Loading...

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here