რა სასარგებლო თვისებები აქვს თალგამს? პატივისცემით, თქვენი მკითხველი ლ.გ.
წერილს პასუხობს ექიმი-ფიტოთერაპევტი, ხალხური მკურნალი ელენა სვიტკო:
თალგამი ევროპაში ცნობილი ფესვნაყოფია, რომელიც ადრე ისე გამოიყენებოდა საკვებად, როგორც ახლა კარტოფილი. დღეს, სამწუხაროდ, თალგამი იშვიათად გვხვდება გაყიდვაში. არადა, ეს ძალიან ძვირფასი ბოსტნეულია, კერძოდ, მისი გამოყენება შეიძლება, როგორც პროფილაქტიკური საშუალება ონკოლოგიური დაავადების წინააღმდეგ.
თალგამი შეიცავს ძალიან იშვიათ ნივთიერებას, გლუკორაფომინს, რომელშიც შედის სულფარაფომინი, ნივთიერება, რომელსაც სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები აქვს.
გარდა ამისა, თალგამი წარმატებით გამოიყენება დიაბეტის, კოლიტის, გასტრიტის (ანაციდურისაც), ძვლოვანი დაავადებების სამკურნალოდ. ბოსტნეული დიდი რაოდენობით შეიცავს გოგირდსა და მაგნიუმსაც, რაც თალგამს შეუცვლელ საშუალებად აქცევს ქალებში ოსტეოპოროზის მკურნალობისთვის.
ბოსტნეული გამოიყენება, როგორც ნაღველმდენი და შარდმდენი საშუალება, რომელიც შლის კენჭებს ნაღვლის ბუშტსა და თირკმლებში.
რეცეპტები კენჭების დასაშლელად და გამოსადევნად:
ნაღვლის ბუშტიდან – უზმოზე ჩაყლაპეთ ქათმის 1 ც უმი ნაღვლის ბუშტი, დააყოლეთ თალგამის ნახარში (100 გ კანიანი თალგამი ხარშეთ 10 წუთით 0.5 ლ წყალში, გადაწურეთ, დალიეთ ცხელი (ექიმის დაკვირვების ქვეშ). მკურნალობის კურსის მსვლელობისას, უნდა შეჭამოთ 20 ნაღვლის ბუშტი (2-3 კვირაში).
თირკმლებიდან – თუ თირკმელკენჭოვანი დაავადება გაწუხებთ, წამალი დღის მეორე ნახევარში უნდა მიიღოთ. 100 გ კანიანი თალგამი დახეხეთ და ხარშეთ 10 წუთით 0.5 ლ წყალში. დააყენეთ და დაუმატეთ 2-3 ს.კ. ძახველის წვენი. მიირთვით გადაწურული სითხე. ამის შემდეგ, სასურველია ცხელი აბაზანის მიღება. ქვიშა და კენჭები დაიშლება და გამოიყოფა. მკურნალობამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
კომპრესები სახსრებისა და წელისთვის – შეურიეთ 100 გ დახეხილი თალგამი და პირშუშხა კარაქს. ამ მალამოთი დაიზილეთ მტკივანი სახსრები.
მიირთვით თალგამი ორთქლზე მომზადებული, წინასწარ დახეხილი.
თალგამის გემრიელი და სასარგებლო წვნიანი: დახეხეთ თალგამი, დაუმატეთ თევზი, წიწიბურის ან სხვა ფაფა, სტაფილო, ბარდა, ხახვი, მწვანილი.
დაორთქლილი ან გამომცხვარი, დახეხილი თალგამი, ასევე, შეგიძლიათ ბოსტნეულის რაგუს, ვინეგრეტის, ბოსტნეულის ტორტის მოსამზადებლად გამოიყენოთ.