კივი – მცენარეული ასპირინი

0
1556
ფოტო: Luc Viatour on wikipedia / Cute Little Factory on iconarchive / edited by paparazzi.ge

ახალზელანდიური ხილი ჩვენთან ათწლეულზე მეტია, რაც შემოვიდა და მაშინვე დიდი პოპულარობა მოიპოვა. მართალია, გარედან იგი დიდი ვერაფერია, ხილის გემო ზოგს ვაშლს, ზოგს მარწყვს, ზოგსაც ბანანს, საზამთროს, ხურტკმელს . . . აგონებს.

ერთი რამ უდავოა – კივი მართლაც გემრიელია. დამატებით, მისი ქიმიური შემადგენლობა მეცნიერებსა და ექიმებს მის წინაშე თავის დახრას აიძულებს. თუნდაც, ავიღოთ ის, რომ კივი “გატენილია” C ვიტამინით. მხოლოდ ერთი ნაყოფის ჭამით, თქვენი ორგანიზმი შეივსება ასკორბინის მჟავის დღიური ნორმით! ასევე, მასთან ერთად, თქვენ მიიღებთ კალციუმს, კალიუმს, ფოსფორს, რკინას, ვიტამინ B1-სა და ფერმენტ აქტიმიდინს. ეს წამალი ამცირებს სიხლში ქოლესტერინის დონეს და ხელს უწყობს საკვების სრულყოფილ მონელებას.

მეცნიერების მტკიცებით, ამ ხილის მოხმარება წვავს ცხიმების დაგროვებებს არტერიებში, ამცირებს თრომბების გაჩენის რისკს. აი, რატომაა კივი ასეთი სასარგებლო ხილი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს. ხოლო, რაც მთავარია, კორონარული სისხლძარღვების სამკურნალოდ.

დასავლელი მეცნიერები კივის მცენარეულ ასპირინს უწოდებენ, რამდენადაც კარდიოლოგიაში სისხლის შესქელებას სწორედ აცეტილსაცილის მჟავით ებრძვიან.

მოხალისეთა ჯგუფს, რომელიც მეცნიერების მიერ შეთავაზებულ ექსპერიმენტს დათანხმდა, დღეში 2-3 კივი უნდა შეეჭამა. 28 დღის შემდეგ, მოხალისეთა სისხლში აღინიშნა მავნე ცხიმოვანი მჟავების დონის 15, ხოლო თრომბწარმოქმნის რისკის 18%-ით შემცირება. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხელმისაწვდომი კივი-დიეტა მნიშვნელოვნად დაგვეხმარება ადამიანის მთავარი “ძრავის” დაავადებების მკურნალობასა და მათ პროფილაქტიკაში.

რაც ყველაზე კარგია, ნატურალურ პროდუქტს არ აქვს ისეთი გვერდული მოვლენები, როგორებიცაა დისპეპსიური აშლილობა, კუჭის სისხლდენა, კუჭის ან თომეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის წყლულოვანი დაზიანება.

ასევე, კივის მოხმარება, აცეტილსაცილის მჟავისგან განსხვავებით, ორსულებისთვის შეიძლება, თანაც უმცირესი საშიშრობის გარეშე. მათთვის, ვისაც ეს ნაყოფი ჯერ კიდევ არ გაუსინჯავს, სასარგებლოა იმის ცოდნა, რომ ეკზოტიკური ხილის პირვლად მოხმარებამ შეიძლება ალერგია გამოიწვიოს.

ამას ახსნაც აქვს: რაც მეტი აქტიური ინგრედიენტია ნებისმიერი პროდუქტის შემადგენლობაში, მით უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ ორგანიზმი ასეთ კონტაქტზე რეაგირებას მოახდენს. ამიტომ, დასაწყისისთვის, მიირთვით 1/4 ნაყოფი. თუ 4 საათში არავითარი გვერდითი მოვლენა არ განვითარდა, მიირთვით ნახევარი, ხოლო შემდეგ – მთელი ხილი.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი