შეზავებული ზეთის ჩაგუბების 15 წუთიანი პროცედურით პირის ღრუს ვმკურნალობ და ვისუფთავებ.

2490
ფოტო: OpenClipart-Vectors on pixabay/ edited by paparazzi.ge

„იმის ცოდნა მსურს, 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთის ხანგრძლივი დროით ღეჭვა პირის ღრუს ნამდვილად წმენდს და დეზინფექციას უკეთებს? პატივისცემით, ე.ი.“

წერილს „ჯანმრთელობის კლუბის“ დირექტორი, ექიმი და ფიტოთერაპევტი ბორის სკაჩკო პასუხობს:

ნამდვილად, ასეთი ლეგენდა არსებობს, რომ მცირე რაოდენობით მცენარეული ზეთის ღეჭვა(ჩაგუგება) ან გამოვლება პირის ღრუს წმენდს.

თუმცა ეს პროცესი მხოლოდ პირის ღრუს ლორწოვან გარსში ნატურალურ ზეთში შემავალი A და E ვიტამინის შეწოვას აჩქარებს. ეს ვიტამინები კანის მდგომარეობას აუმჯობესებენ და ამ გაგებით ზეთის ღეჭვა სასარგებლოა.

მზესუმზირას, ზეითუნის ან სიმინდის ზეთის ღეჭვით რაიმე სამკურნალო ეფექტი რომ მიიღოთ, მას ნებისმიერი 10-20% ვიტამინიზირებული ზეთი (ქაცვი, ასკილი და ა.შ.) დაუმატეთ.

პირის ღრუს დაავადებების დროს მისი დამცავი თვისებები მცირდება. ანტიბაქტერიული მიზნით შეგიძლიათ სანელებლები დაუმატოთ. მაგალითად, მიხაკი, ევკალიპტი, სალბი და ლავანდა.

100 მლ სიმინდის, ზეითუნის ან მზესუმზირას ზეთზე 1-2 წვეთი სანელებელი გამოიყენეთ. დოზის გაზრდა არ შეიძლება (მაქსიმუმ 5-7 წვეთი), რომ გაღიზიანება არ გამოიწვიოთ.

ასეთი ნარევი პირში 15 წუთით გაიჩერეთ, დღეში 1-2-ჯერ, სასურველია საღამოს პერიოდში მსგავსი პროცედურის ჩატარება საკმარისია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს