მინერალური წყლის ჯადოსნური თვისებები

626
ფოტო: pxhere

როგორც აღმოჩნდა, მინერალური წყალი მხოლოდ წყურვილის მოკვლას არ ემსახურება. იგი მარტივად აღადგენსსახის კანს და აძლევს მას ლამაზ იერს. სამკურნალო წყალი დიდი რაოდენობით სასარგებლო თვისებას მალავს. მისი მცირე რაოდენობაც კი აღადგენს კანის ტენიანობის ბალანსს. ძალიან სასარგებლოა მისი გამოყენება ზამთარსი, როცა ცივი ქარი ძალიან აშრობს ხელისა და სახის კანს. გამოყენებამდე გაზიანი წყლის ბოთლი თავღია უნდა დატოვოთ 30-40 წუთით (გაზი რომ გაუვიდეს).

– თუ სახის ნორმალური კანი გაქვთ, 50 მლ მინერალური წყალი, 5 წვეთი ლიმონის წვნი და 1 ჩ.კ. შვრია დაგჭირდებათ. შეურიეთ ყველაფერი, გააჩერეთ 30 წუთით, შემდეგ წაისვით სახეზე. 15 წუთსი დაიბანეთ და გაიწმინდეთ სახე გრილი მინერალური წყლით. ნიღაბი დაატენიანებს კანს და მისცემს მას ახალგაზრდა იერს.

– რეცეპტი მშრალი კანისთვის: შეურიეთ 50 მლ მინერალური წყალი და 2 ჩ.კ. თაფლი. 10 წუთში ჩამოიბანეთ ნიღაბი და გაიწმინდეთ სახე გრილი მინერალური წყლით. სასარგებლო პროდუქტების ეს კომბინაცია სახეს სინაზესა და სიგლუვეს მიანიჭებს. ამასთან, გადადებს ნაოჭების გაჩენის პროცესსაც.

– შეგიძლიათ უნივერსალური ნიღაბიც დაამზადოთ, რომელიც კანის ნებისმიერ ტიპს მოუხდება. შეურიეთ 1 ჩ.კ. გლიცერინი და ამდენივე თაფლი, მიღებულ ფაფას შეურიეთ 1 ჩ.კ. შვრია და 2 ჩ.კ. მინერალური წყალი, ნელა მოურიეთ, აქციეთ ერთგვაროვან მასად. გაიჩერეთ სახეზე 20 წუთით. პროცედურის შემდეგ, სახე თბილი მინერალური წყლით უნდა დაიბანოთ.

– რა სამწუხაროდაც არ უნდა ჟღერდეს ეს, თქვენი კანი ნელ-ნელა ბერდება. ამ პროცესის აღსაკვეთად, შეურიეთ 20 გ საფუარი, 0.5 ჩ.კ. ფქვილი და მწიკვი შაქარი. შემდეგ დაასხით მინერალური წყალი (2-3 ს.კ.), მოურიეთ და დადგით 2-3 საათით თბილ ადგილას. წაისვით ნიღაბი ფენებად, 20 წუთით, კვირაში 2-3-ჯერ, 1 თვის განმავლობაში.

– თუ გსურთ, კანს მკვეთრი ფერი მისცეთ და ფორები დააპატარავოთ, დაამზადეთ სპეციალური ლოსიონი. შეურიეთ 1 ჭიქა მინერალური წყალი 0.5 ლიმონის წვენსა და 1 ჩ.კ. გლიცერინს. გამოიყენეთ ეს მასა დილა-საღამოს,ხოლო გამოყენების შემდეგ, შეინახეთ მაცივარში.

– საღამოს მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, თქვენი სახე კი ნაცრისფერი, დაღლილი და უსიცოცხლოა? წაისვით სახეზე ცხიმიანი კრემი და დაიდეთ ცხელ მინერალურ წყალში ჩალბობილი პირსახოცი. როცა იგი ოდნავ გათბება, ჩაანაცვლეთ ყინულივით ცივ მინერალურ წყალში ჩალბობილი პირსახოცით. გაიმეორეთ პროცედურა 5-6-ჯერ (არ დაგავიწყდეთ, ყოველ მათგანამდე კრემის წასმა). ასეთი მარტივი მოქმედებით, კანს გასაოცარი იერი ექნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს