კარტოფილის ჩხირები – გემრიელი სასუსნავი მთელი ოჯახისთვის

1286

კარტოფილის ჩხირები ყველით – მარტივი კერძი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს დამწყებ კულინარებში. თუმცა, ეს რეცეპტი სადღესასწაულო სუფრის მზადებისასაც გამოგადგებათ, რადგან ჩხირები მადისაღმძვრელი და ნაზი გამოდის, მომზადებას კი მცირეოდენი დრო და ძალისხმევა სჭირდება.

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოვამზადოთ საოცრად გემრიელი სასუსნავი, რომელიც უხდება როგორც პირველ კერძებს, ისე ლუდსაც. ამასთან, ჩხირები კარგია როგორც ცხელ, ისე ცივ მდგომარეობაში.

კარტოფილის ჩხირები

ინგრედიენტები

  • 5-6 კარტოფილი
  • 100-120 გ ბეკონი
  • 200 გ მყარი ყველი
  • 1 ს.კ. არაჟანი
  • მცენარეული ზეთი, ოხრახუში, შავი დაფქული პილპილი, მარილი გემოვნებით

ინგრედიენტები საფანელისთვის

  • 2 კვერცხი
  • ცოტაოდენი ფქვილი და საფანელი

ინგრედიენტები სოუსისთვის

  • 200 გ არაჟანი
  • 2-3 კბილი ნიორი

მომზადება

1. მოამზადეთ მოხარშული კარტოფილის პიურე.

2. დააქუცმაცეთ ბეკონი.

3. დააქუცმაცეთ ოხრახუში.

4. შეურიეთ კარტოფილს ბეკონი, ოხრახუში და 1 ს.კ. არაჟანი. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით და კარგად მოურიეთ.

5. ახლა დაჭერით ყველი 5-6 სმ სიგრძის ჩხირებად.

6. კარტოფილის მასისგან მოამზადეთ მომრგვალებული კვერები, დაადეთ მას ყველის ჩხირები და შეახვიეთ კარტოფილის კვერში.

7. მიღებული ჩხირი ამოავლეთ ფქვილში.

8. ამოავლეთ ათქვეფილ კვერცხში, ხოლო შემდეგ – საფანელში.

9. ახლა შეწვით ჩხირები დიდი რაოდენობით ცხელ ზეთში.

10. მხოლოდ სოუსის მომზადებაღა დარჩა. შეურიეთ არაჟანი, ოხრახუშის ნარჩენები, ნიორი, მარილი და პილპილი ერთ ჭურჭელში.

გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს