ვარდკაჭაჭა წმენდს, ამშვიდებს, კურნავს თქვენს ორგანიზმს

0
2446
ფოტო: Manfred Heyde on wikipedia

ყავა ვარდკაჭაჭას მოხალული, დაქუცმაცებული ფესვის დამატებით – ევროპელების ერთ-ერთი საყვარელი სასმელია. ხოლო სასმელი, მომზადებული ვარდკაჭაჭას სუფთა ფესვის საფუძველზე, რძის ან ნაღების დამატებით, როგორც ყავის ყველაზე სასარგებლო შემცვლელი, ხშირად, შედის ბავშვებისა და ფეხმძიმეების, ასევე, იმ ადამიანების რაციონში, რომელთათვისაც ყავის მირთმევა არ შეიძლება.

ბელგიელები ვარდკაჭაჭას ხაჭოსთან ან ვაშლთან ერთად აცხობენ, ლატვიელები კი ხშირად ამზადებენ ცივ სასმელს ვარდკაჭაჭას ფესვისგან თაფლის, ლიმონისა და ვაშლის წვენის დამატებით.

ვარდკაჭაჭას ფესვი შეიცავს 60%-მდე ინულინს, ასევე, კაროტინს, ვიტამინ C-სა და B ჯგუფის ვიტამინებს, მაკრო- და მიკროელემენტებს, ორგანულ მჟავებს.

ვარდკაჭაჭას ადამიანის ორგანიზმზე დამამშვიდებელი მოქმედება B ჯგუფის ვიტამინების (სწორედ ეს ვიტამინები აგებენ პასუხს კარგ განწყობაზე, მყარ ძილზე, ენერგიულობასა და სიფხიზლეზე) წყალობით აქვს. გარდა ამისა, ვარდკაჭაჭა, მდიდარი კალიუმით (სასარგებლოა გულის მუშაობისთვის), გვეხმარება სისხლიდან მავნე ქოლესტერინის გამოდევნაში, ხელს უწყობს სისხლძარღვების გაფართოებას, გულის კუმშვების რითმის ნორმალიზაციასა და ამპლიტუდის გაზრდას. სწორედ ამიტომ, რაციონში ვარდკაჭაჭას ჩართვა სასარგებლოა მათთვის, ვისაც ათეროსკლეროზი, ტაქიკარდია, გულის იშემიური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვა სახის დაავადებები.

ფესვების ნახარში ყოველთვის ითვლებოდა ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად მადის გასაუმჯობესებლად და კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობის ნორმალიზებისთვის. გარდა ამისა, ვარდკაჭაჭას შეუძლია ნაღვლის კენჭების დაშლა, აქვს ნაღველმდენი მოქმედება, აძლიერებს სისხლის მიმოქცევასა და ღვიძლში მიმოცვლით პროცესებს.

ინულინი, რომელიც ვარდკაჭაჭასგან მიიღება, ბიფიდოსტიმულატორია, ანუ ხელს უწყობს ნაწლავების სასარგებლო მიკროფლორის განვითარებას. აძლიერებს ორგანიზმის საერთო იმუნიტეტს. ნივთიერება, რომელსაც ეს მცენარე შეიცავს, ხელს უწყობს კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესის ჩაცხრობას. ამიტომ, ვარდკაჭაჭა ფართოდ გამოიყენება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, გასტრიტის, დისბაქტერიოზის, დისპეპსიის, ყაბზობის, თვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების (ციროზი, ჰეპატიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება…) მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის.

ვარდკაჭაჭა სასარგებლოა ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემებისთვის. ვარდკაჭაჭას ფესვის სასმელი, როგორც ყავის შემცველი, არ შეიცავს კოფეინს ძალიან სასარგებლოა ჰიპერტონიის, ნევრასთენიის, ფისპეპსიის, უძილობისა და შაკიკის დროს.

მედიცინაში ვარდკაჭაჭას ფესვს ყველაზე მეტად მასში მაღალმოლეკულარული პოლისაქარიდის, ინულინის შემცველობის გამო აფასებენ. სწორედ იგი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და საკვების მომნელებელი სისტემის ფუნქციებს, ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, ყველაზე ეს თვისება კი კომპლექსში დადებითად მოქმედებს დიაბეტის მკურნალობასა და პროფილაქტიკაზე და ეფექტურია ჭარბ წონასთან ბრძოლაში.

რაციონში ვარდკაჭაჭას გამოყენებას დადებითი ეფექტი აქვს ელენთის დაავადებების, თირკმლების ანთებითი პროცესების, შარდკენჭოვანი დაავადებების დროს. გარდა ამისა, მცენარის რეგულარული მოხმარება წმენდს ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინებისგან, დრადიოაქტიური ნივთიერებებისა და მძიმე მეტალებისგან.

ვარდკაჭაჭა – ესაა ყავის სასარგებლო შემცვლელი. მისი ფესვებისგან მომზადებული სასმელი გემოთი ნატურალურ ყავას მოგაგონებთ და არამხოლოდ უვნებელი, არამედ ძალიან სასარგებლო სასმელია. იგი გამოდევნის და შლის ნაღვლის კენჭებს, დილით გაგამხნევებთ, გააუმჯობესებს სისხლის დინებას, მოგაშორებთ უძილობას. მის მოსამზადებლად, ხმელი ფესვები მოხალეთ ღია ყავისრამდე და დააქუცმაცეთ ყავის საფქვავში. რაც უფრო მწარეა სასმელი, მით უფრო სასარგებლოა მისი მოქმედება.

ვარდკაჭაჭას სასმელი: 1 ჩ.კ. ფესვს დაასხით 1/4 ლ ცივი წყალი, აადუღეთ და ხარშეთ 2-5 წუთით. დააყენეთ და გადაწურეთ. მზა სასმელს დაუმატეთ შაქარი ან თაფლი, ასევე, რძე ან ნაღები.

საინტერესო ფაქტი: რძე ოთხჯერ უკეთ აითვისება, თუ მას ვარდკაჭაჭას დაუმატებთ! ნატურალური ყავის მოყვარულებისთვის რეკომენდებულია სასმელში ვარდკაჭაჭას დამატება, მაგალითად, ყავის ნაცვლად, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ორგანიზმში ტოქსინებისა და შლაკების “მარაგს”, გამოდევნის მძიმე მეტალებსა და რადიოაქტიურ ნივთიერებებს, ასევე, გააუმჯობესებს მადასა და საკვების მონელებას, მოხსნის სტრესს.

უკუჩვენებები:

სისხლძარღვების დაავადებების, ვენების ვარიკოზული გაგანიერების ან ბუასილის მქონე ადამიანებმა, ვარდკაჭაჭას მოხმარებამდე, ექიმთან კონსულტაცია უნდა გაიარონ.

ვარდკაჭაჭათი მკურნალობა

– მცენარის ნაყენი ასე მზადდება: 1 ს.კ. დაქუცმაცებულ ფესვზე 0.5 ლ წყალი. მიიღეთ 0.5 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამის წინ. ნაყენი რეკომენდებულია ღვიძლის დაავადებების დროს, განსაკუთრებით, ვირუსული ჰეპატიტის მკურნალობის დროს. მას აქვს დიეტური თვისებებიც, ამიტომ კარგია ჭარბი წონისა და ნივთიერებათა ცვლისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვა დარღვევების დროს.

– ფესვების ნახარში: 1 ს.კ. დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 0.5 ლ წყალი და ხარშეთ 30 წუთით. გაგრილების შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ 1 ს.კ. დღეში სამჯერ, ჭამამდე, გასტრიტის, კოლიტის, ენტეროკოლიტის, ღვიძლისა და ელენთის დაავადებების, სისხლის ამოხველების, ყაბზობის, პოდაგრის, სახსრების დაავადებების, კუნთებისა და კბილის ტკივილის დროს. ასევე, ნაღვლის ბუშტისა და თირკმლის, ნაღველ- და შარდკენჭოვანი დაავადებების დროს, საკვების მონელების გასაუმჯობესებლად, მადის მოსამატებლად, მომატებული ნერვული აგზნებადობის დროს, როგორც საერთოგამაძლიერებელი საშუალება, გულის წარმოშობის შეშუპების, დიაბეტის დროს.

– ვარდკაჭაჭა ასტიმულირებს ნაღველწარმოქმნას, ადუნებს გლუვ კუნთებს. 2 ს.კ. დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 2 ჭიქა წყალი და ხარშეთ 30 წუთით, დააყენეთ ამდენივე ხნით და გადაწურეთ. მიიღეთ 0.5 ჭიქა ჭამამდე, დღეში სამჯერ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here