ჰალვა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მცველი და გამაძლიერებელია.

0
2028
ფოტო:Sterilgutassistentin on wikimedia

ასევე, აახალგაზრდავებს და აჯანსაღებს ორგანიზმს, აძლიერებს ნერვულ სისტემას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ჰალვის შემადგენლობაში შედის ელემენტები, რომლებიც პროტეინის, ნატრიუმის, კალიუმის, კალციუმის, სპილენძის, მაგნიუმის, რკინის, თუთიის, ფოსფორისა და საკვები მჟავების წყაროებად გვევლინება.

მზესუმზირისა და სეზამის თესლი, თხილეული, რომლისგანაც ჰალვას ამზადებენ, შეიცავს A (სასარგებლოა ბავშვის ზრდისა და მხედველობისთვის), E (გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე) და B ჯგუფის ვიტამინებს (აუმჯობესებს მეხსიერებას და აძლიერებს იმუნიტეტს).

აღმოსავლურ ტკბილეულს მხოლოდ ერთი მინუსი აქვს – ძალიან კალორიულია. ხარისხიანი ჰალვა აბსოლუტურად მშრალი უნდა იყოს, ჰქონდეს ბოჭკოვან-ფენოვანი სტრუქტურა და ოდნავ იფხვნება. თუ ზედაპირზე მუქი ნადებია, ესე იგი, პროდუქტის ვარგისიანობის ვადა მთავრდება.

უხარისხო ჰალვა შეიცავს თესლისა და თხილის კანს, რომელიც შეიძლება გადაგცდეთ. კარგი პროდუქტი მსუბუქი და ჰაეროვანია და სწრაფად დნება პირში.

შეფუთული ჰალვის დათვალიერება შეუძლებელია, თუმცა, იგი დაცულია ჭუჭყისგან და 6 თვემდე ინახება. ეტიკეტის არსებობით გაიგებთ, რამდენად ახალია პროდუქტი, ვისი წარმოებისაა და, რაც მთავარია, რა შედის მის შემადგენლობაში.

სასარგებლო ჰალვა მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებით უნდა მზადდებოდეს, ანტიმჟანგავების, საღებავების, ხელოვნური არომატიზატორებისა და ემულგატორების გარეშე. სამკურნალო მიზნით, მიირთვით დღეში არაუმეტეს 50 გ ჰალვა.

გემრიელად მიირთვით!

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი