აღარასდროს გადავყრი ბროწეულის ქერქს, ის წყლულისა და დისბაქტერიოზის დროს მეხმარება.

0
4244
ფოტო: youtube.com

თუ ბროწეულის მარცვლები ყველასათვის საყვარელი გემრიელობა, სისხლისა და იმუნიტეტისთვის კი გამაჯანსაღებელი საშუალებაა, მისი ქერქი – ესაა სწრაფმოქმედი საშუალება მრავალი დაავადების წინააღმდეგ.

ბროწეულის ქერქის მარტივი წყლიანი ნაყენი გვეხმარება ისეთი რთული დაავადებების სწრაფად (რამდენიმე საათში) განკურნებაში, როგორებიცაა დიზენტერია, მუცლის ტიფი, ქოლერა, სალმონელოზი (წყდება ფაღარათი, ღებინება, რეგულირდება სხეულის ტემპერატურა). გარდა ამისა, ქერქის წყლიანი ნაყენი კურნავს კუჭისა და ნაწლავის წყლულს, კოლიტს, დისბაქტერიოზს.

ნაყენის მოსამზადებლად, 10 გ ხმელ ქერქს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, ზემოდან დაახურეთ ლამბაქი და დააყენეთ 25-30 წუთით. ამის შემდეგ, ნაყენი მზად იქნება მოხმარებისთვის. არ გადაყაროთ ნედლეული – დაყენება გაგრძელდება. სასურველია, რომ, ნაყენის მომზადების დროს (პირველი 20-30 წუთი), ავადმყოფი იმ ჭურჭელთან ახლოს იყოს, რომელშიც ქერქები ყენდება, რადგან მკურნალობა ინფორმაციულ დონეზე იწყება ნედლეულზე მდუღარე წყლის დასხმიდან პირველივე წუთიდან.

დიზენტერიის, სალმონელოზის, მუცლის ტიფის, ქოლერის სამკურნალოდ, ბროწეულის ქერქის ნაყენი შემდეგნაირად მიიღეთ: 25-30-წუთიანი დაყენების შემდეგ, დალიეთ 0.5 ჭიქა ნაყენი. ამის შემდეგ, ჭიქას ისევ დაახურეთ ლამბაქი. თუ დალევიდან 10 წუთში ავადმყოფმა თავი უკეთ იგრძნო, ესე იგი, ეს უბრალოდ კუჭის აშლილობა იყო (ფაღარათი) და იგი სრულად განიკურნა.

თუ 10 წუთში ვერაფერი იგრძენით, ესე იგი, დაავადება უფრო სერიოზულია, დაკავშირებული ინფექციურ ფაქტორთან. ამ შემთხვევაში, დარჩენილი ნაყენი დალიეთ 3 საათის შემდეგ. თავს მალევე ძალიან ჯანმრთელად იგრძნობთ.

კუჭისა და ნაწლავების წყლულის, კოლიტის, დისბაქტერიოზის დროს, ქერქის წყლიანი ნაყენი მიირთვით ასე: 100 გ ნაყენი მიირთვით 4 მიღებად (თანაბარ ულუფებად და დროის თანაბარი ინტერვალების შემდეგ). პირველ ჯერზე, დალიეთ დილით, უზმოზე (ადგომისთანავე), ხოლო ბოლო, მეოთხე – ღამით, ძილის წინ.

ბროწეულის ნაყენი ყოველდღე არა, დღეჩაგდებით უნდა მიიღოთ, მხოლოდ 4-5 დღის მანძილზე. სრული განკურნებისთვის, ეს საკმარისია. თუმცა, თუ ვინმეს თავის დაზღვევის მიზნით მოუნდება მკურნალობის გაგრძელება, მაგალითად, კუჭის წყლულის დროს, გაიმეოროს მკურნალობის ერთკვირიანი კურსი 1 კვირის შემდეგ. გაითვალისწინეთ, რომ მკურნალობის დროს არ შეიძლება სპირტიანი ნაყენის მიღება.

ბროწეულის ქერქის სამკურნალო მოქმედების საიდუმლო იმალება მის გასაოცარ ანტიბაქტერიულ თვისებებში. ქერქი სწრაფად ამარცხებს მავნე მიკროორგანიზმებს. შედეგად, თავისუფლდება ადგილი სასარგებლო მიკროფლორისთვის. ცნობილია, რომ ჰიპოკრატე ამ წყლიანი ნაყენით გაჭრილ და გაჩეხილ ჭრილობებს მკურნალობდა. ჭრილობას ადებდა სუფთა ბამბის ქსოვილს, რომელსაც წინასარ ავლებდა ბროწეულის ხმელი ქერქების წყლიანი ნაყენით. ეს ქსოვილი მუდმივად სველი უნდა იყოს, ჭრილობის შეხორცებამდე.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი