გოგლი-მოგლი აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებსა და იმუნიტეტს

0
2112
ფოტო: wikimedia

სასარგებლოა თუ არა გოგლი-მოგლი და როგორ მოვამზადოთ იგი? პატივისცემით, ე.ი.

წერის პასუხობს კლუბის “ჯანმრთელობა” დირექტორი, ექიმი-ფიტოთერაპევტი, ბორის სკაჩკო:

უმჯობესია, გოგლი-მოგლისთვის სანდო კვერცხი შეარჩიოთ: შინ გაზრდილი ქათმებისგან, რომლებიც არ იზრდებიან მცურავ ფრინველებთან ერთად, რომლებსაც შეიძლება ისეთი ინფექციები ჰქონდეთ, თერმულმა დამუშავებამაც ვერ გაანადგუროს. ან აიღეთ ახალი კვერცხები ფრინველების ქარხნიდან.

ჩვეულებრივ, გოგლი-მოგლი 2 კვერცხისგან მზადდება. მომზადებამდე ორივე საპნის ხსნარით უნდა გარეცხოთ. შემდეგ გული ცილას დააშოროთ, რადგან ეს უკანასკნელი უმი სახით ალერგიის მიზეზად იქცევა ხოლმე. საშუალოდ, 1 გულზე 2 ჩ.კ. შაქარს იღებენ. შაქრიანი გულები ათქვიფეთ მანამ, სანამ შაქრის კრისტალები არ გაიხსნება და მასა არ გათეთრდება და არ წარმოქმნის ქაფს. დაუმატეთ სასურველი სანელებლები – დარიჩინი, კურკუმა, ცერეცო, და თქვიფეთ კიდევ 1-2 წუთით.

სანელებლების ცხიმები მიდის ლიმფურ სისტემაში და ზომიერად აღიზიანებს იმუნურ სისტემას, რითაც აუმჯობესებს იმუნიტეტს. ამასთა, ეს არაა სტიმულატორები, რომლებიც თირკმლის გავლით მოქმედებს და აზიანებს მას.

გოგლი-მოგლი კი, ლიმფური სისტემიდან, ხვდება იმუნური უჯრედების რაოდენობით უმძლავრეს მკერდქვეშა ლიმფურ სადინარში და სწორედ მათზე ახდენს გავლენას. შემდეგ, სანელებლებიანი გოგლი-მოგლის სასარგებლო თვისებები ხვდება ფილტვებში – კიდევ ერთ მძლავრ იმუნურ ორგანოში, და აძლიერებს მის მუშაობას.

უმჯობესია, კერძი მიირთვათ უზმოზე, როგორც ცალკეული საკვები, რადგან 2 კვერცხის გული უკვე საკმაოდ მკვებავი ულუფაა. შაქრიანი გული დაუყოვნებლივ ხვდება ლიმფურ სისტემაში და, რამდენადაც იგი დიდი რაოდენობით ლეციტინს შეიცავს, სასარგებლოა ღვიძლისთვისაც.

გოგლი-მოგლი ეხმარება ადამიანს ოპერაციის, ტრავმის, სპორტული შეჯიბრების, გამოცდების შემდეგ ძალების აღდგენაში. ასეთ შემთხვევაში, 10 დღის მანძილზე, კერძი ყოველ მეორე დღეს უნდა მიირთვათ.

როგორც საერთოგამაძლიერებელი საშუალება, ეს მასა მოუხდება მოსწავლეებს, სტუდენტებს, გონებრივად მომუშავეებს, რამდენადაც იგი ააქტიურებს გონებრივ შესაძლებლობებს. ბავშვებს ასეთი კერძი კვირაში ერთხელ მაინც უნდა მისცეთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი