ბაღში მომყავს ჰიბრიდული გოგრა, ზედმეტს ვყიდი, მაგრამ მის უხეშ თესლს არავინ ყიდულობს, რადგან ძალიან მყარია. გთხოვთ, მითხარით, აქვს თუ არ ამ მარცვლებს სამკურნალო თვისებები? პატივისცემით, ო.ს.
წერის პასუხობს ჰიბრუდული გოგრის (გოგრისა და საზამთროს ნაჯვარი) ავტორი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ანატოლი პოტოლაპსკი:
გოგრის ჰიბრიდის თესლი სამკურნალო თვისებებით ჩვეულებრივი გოგრის მარცვლების თვისებებს ჰგავს. მაგალითად, გოგრის ჰიბრიდის თესლისგან დამზადებულ “რძეს” მსგავსი ჩვენებები აქვს: პოდაგრის დროს, შარდმჟავას მარილების ორგანიზმიდან გამოსაყვანად.
გოგრის ჰიბრიდის თესლს ფცქვნიან და ასხამენ თბილ წყალს მთელი ღამით, 1:10 თანაფარდობით. დილით, გასიებულ მარცვლებს ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში და ურევენ იმ წყალს, რომელშიც ღამით იყო ჩალბობილი. “რძეს” მიირთმევენ 10-15 დღის განმავლობაში, მკაცრად იცავენ დიეტას, გამორიცხავენ სპირტიან სასმელებს, სანელებლებს, ცხარე საკვებს და სხვ. ასეთი მკურნალობის დროს, რეკომენდებულია აბაზანების ხშირი მიღებაც, რადგან ითვლება, რომ მარილები ფორებიდან გამოიყოფა.
პარაზიტების მოშორებაში დაგეხმარებათ გოგრის ჰიბრიდის შაქრიანი ფაფა. ბოსტნეულის ნედლი მარცვლები (50-100 გ) გაფცქვენით, დანაყეთ და შეურიეთ 1 ს.კ. შაქარს. კარგად მოურიეთ და მიირთვით ფაფა უზმოზე წყალთან ან რძესთან ერთად. შემდეგ დალიეთ 1 ს.კ. აბუსალათინის ზეთი. პროცედურა ერთდღიანი შესვენების შემდეგ გაიმეორეთ. მკურნალობას 4 პროცედურა დასჭირდება.
გოგრის ჰიბრიდის თესლი შეიცავს დიდი რაოდენობით თუთიას, რომელიც აუცილებელია მამაკაცებში პროსტატის ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. სამკურნალო მიზნით, მცენარის თესლი 1-2 სმ სისქის ფენად ლაგდება და ხმება 5-7 დთით, სუფთა ჰაერზე, ფანჩატურის ქვეშ. ყოველდღიურად, მკურნალობის მიზნით, მიიღება 1 მუჭა თესლი. შეგიძლიათ, მიიღოთ 10-30 გ (1-2 ს.კ.) გაფცქვნილი და დაქუცმაცებული თესლი დღეში ორჯერ, 1 თვის განმავლობაში. ამასთან, დღეში ორჯერ მიიღეთ 100 მლ ნაყენი: ჭინჭრის (200 მლ მდუღარეზე 1 ს.კ. ნედლეული) ან ცოცხანას (2 ს.კ. 200 მლ-ზე).