ლორის და ფრინველის ტყავი – აძლიერებს დატვირთვას კუჭქვეშა ჯირკვალზე.

0
552

„რამდენიმე წიგნში წავიკითხე, რომ ქათმის და ღორის ლორის ტყავის ჭამა არ შეიძლება. ნამდვილად ასეა? პატივისცემით, ვ. ნ.“.

წერილს ფიტოთერაპიის სპეციალისტი, ირიდოდიაგნოსტიკოსი და დიეტოლოგი სვეტლანა მელნიკი პასუხობს:

ნამდვილად, ნებისმიერი ტყავი დიდი რაოდენობით ხრტილოვან ქსოვილს შეიცავს და გადასამუშავებლად დიდი რაოდენობით კუჭის წვენს მოითხოვს. ეს თავის მხრივ კუჭქვეშა ჯირკვალს ტვირთავს და ასეთი უმი ტყავის ხშირმა მოხმარებამ შეიძლება ამ ორგანოს ნეკროზი გამოიწვიოს.

თერმული დამუშავების შემდეგ, როცა ტყავი ჟელეს მსგავს მდგომარეობას იღებს, ის საკვებად ვარგისი ხდება და მისი გადამუშავება მარტივდება. ამასთან თანამედროვე ტექნოლოგიები ფრინველის ტყავს დიდხანს შესანახად სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებით ამუშავებს, თუნდაც მხოლოდ ამ მიზეზების გამო მისი მოხმარება არ ღირს.

თუ ძალიან გსურთ, ტყავი კარგად გარეცხეთ და ქათამი მხოლოდ ამის შემდეგ მოხარშეთ, რომ კარგად დაარბილოთ (ან მოთუშეთ). სჯობს ბაზარში სახლში გაზრდილი ქათამი იყიდოთ, რომელსაც დაკვლის შემდეგ ჩვეულებრივ არაფრით არ ამუშავებენ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი