კერძი “ვარსკვლავური” მცენარისგან

737
ფოტო: 4028mdk09 on wikimedia

ადრეულ გაზაფხულზე ნაკვეთებში, ბაღებში, სახლებთან ახლოს, ერთ-ერთი პირველი ყვავის ხვეულა ჟუნჟრუკი (Stellaria), რომელსაც ადამიანები ფესვიანად გლეჯენ, ცდილობენ ამ მომაბეზრებელი სარეველას თავიდან მოშორებას. სულ ტყუილად!

ჟუნჟრუკი ძალიან სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის: იგი აუმჯობესებს გულის მუშაობასა და ნერვული სისტემის მდგომარეობას, ამცირებს ტკივილს. ხალხურ მედიცინაში ჟუნჟრუკი გამოიყენება, როგორც ანთების საწინააღმდეგო და სისხლდენის შემაჩერებელი საშუალება, რომელიც, აგრეთვე, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებასა და სიმსივნის გაწოვას.

ბალახის წვენსა და ნაყენს აქვთ ნაღველმდენი მოქმედება, ეფექტურია ღვიძლის დაავადებების დროს. ნედლი მცენარისგან იკეთებენ კომპრესებს მტკივან სახსრებზე. ასევე, მცენარეს ახმობენ და ინახავენ მარაგად.

ასევე, ამ გაზაფხულის სარეველასგან ამზადებენ სასარგებლო და გემრიელ კერძებს.

სალათი 

დაჭერით ახალგარეცხილი ჟუნჟრუკის ბალახი და მწვანე ხახვი (100-100 გ), ერთი მაგრად მოხარშული კვერცხი წვრილად. დაუმატეთ კამა, მარილი გემოვნებით და მოასხით არაჟანი. ზემოდან მოაყარეთ დახეხილი მოხარშული გული. ეს სალათი შეგიძლიათ ღვეზლის შიგთავსად გამოიყენოთ. ასევე, შეგიძლიათ დაუმატოთ კიტრი, სხვადასხვა მწვანილი, ხაჭო, ყველაფერი თქვენს ფანტაზიასა და გემოზეა დამოკიდებული.

ბუტერბროდის მასა

ჟუნჟრუკის დაქუცმაცებულ მწვანილს (100 გ) დაუმატეთ 100 გ დარბილებული კარაქი, 50 გ დახეხილი პირშუშხას ფესვი, მარილი და პილპილი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს