ციტრუსის რბილობსა და ცედრას შორის არსებულ თეთრ ფენასთან დაკავშირებით უამრავი მოსაზრება მოვისმინე. ერთნი ამტკიცებენ, რომ ეს თეთრი ნივთიერება მავნეა, მეორენი – პირიქით. მინდა კომპეტენტური აზრი მოვისმინო ამ საკითხთან დაკავშირებით. პატივისცემით, ა.რ.
წერილს პასუხობს ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, იური პოპოვი:
არც ერთი ექსპერიმენტით არაა დამტკიცებული, რომ ცედრის თეთრი ნივთიერება ადამიანის ორგანიზმს ვნებს.
ამასთან, ბრიტანელ მეცნიერთა ბოლოდროინდელმა კვლევამ დაამტკიცა, რომ ციტრუსის ეთერზეთებით მდიდარი ცედრის თეთრ კანქვეშა ფენასთან ერთად გამოყენება ამცირებს სკლეროტული კოლტების რაოდენობას სისხლძარღვებში.
შესაბამისად, ციტრუსის ცედრის ქვეშ არსებული თეთრი ნივთიერება არ შეიცავს შხამიან ან ადამიანის ორგანიზმისთვის მავნე მინარევებს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს